ბარათაშვილის ხიდი 24:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე დაიკეტება

საქართველო, თბილისი - 18:19 | 11.03.2016
ნანახია: 2841

თბილისის მერიის განცხადებით, ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარის დაგების გამო, დღეს ღამის 24:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ხიდზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. 06:00 საათიდან ხიდზე აღდგება ნაწილობრივი შეზღუდვა.

ხიდის სავალ ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 მარტს დასრულდება და ორმხრივი მოძრაობა აღდგება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე