დარეგისტრირდი STEM ოლიმპიადაზე - საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ერთობლივ პროექტს იწყებენ
საქართველო, თბილისი - 14:00 | 07.11.2023 ნანახია: 1628
საქართველოს ბანკი განაგრძობს ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას.
სწორედ ამ მიზნით, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებისთვის STEM ოლიმპიადა გაიმართება.
STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ოლიმპიადა ინფორმატიკის, ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით ჩატარდება და მასში მონაწილეობას VII-XI კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები მიიღებენ.
ამისათვის, თითოეულმა სკოლამ ოლიმპიადაზე ერთი გუნდი უნდა წარადგინოს, რომელიც ექვსი მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული. ამასთან, წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული, თუ რომელი მოსწავლე რომელ საგანში იასპარეზებს - გუნდიდან ერთი მოსწავლე უნდა იყოს ინფორმატიკის, ორი - ფიზიკის და სამი მათემატიკის მიმართულებით.
გუნდს უნდა ჰყავდეს ერთი მენტორი, რომელიც ამავე სკოლის მათემატიკის, საბუნებისმეტყველო (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება) ან სხვა (ინფორმატიკა, პროგრამირება, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ), ინჟინერია ან მსგავსი) საგნის მასწავლებელი იქნება.
ამასთან, ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად 1 თვის განმავლობაში თითოეული გუნდის მენტორი გაეცნობა ტესტზე მოსალოდნელი კითხვების მსგავს სავარჯიშოებს და კონსულტაციებს გაივლის კომაროვის პროფესიონალებთან.
ოლიმპიადის ფარგლებში ორი - თეორიული და პრაქტიკული ტური გაიმართება, თეორიული ტური 19 იანვარს, ხოლო პრაქტიკული - მაისში ჩატარდება. ორივე ტური ფიზიკურ ფორმატში თბილისში, კომაროვის სკოლაში გაიმართება.
პირველ ეტაპზე, გუნდის წევრებს ჩაუტარდებათ ტესტი სამ საგანში: ფიზიკა, მათემატიკა და ინფორმატიკა. თითოეულ საგანში მონაწილეობას სკოლის გუნდის შესაბამისი წევრი მიიღებს. თეორიული ტურის შედეგად თითოეული გუნდის ექვსივე წევრის მიერ მიღებული ქულების პროცენტული მაჩვენებლები დაჯამდება და 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოვლინდება, რომელიც ფინალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას.
გუნდის მენტორების გადამზადების შემდეგ თითოეულ მონაწილეს ექნება წვდომა სასწავლო პროგრამის იმ საკითხებზე, რომელთა ცოდნაც ფინალურ ტურზე იქნება საჭირო. 10 საუკეთესო გუნდის მენტორები კი სამთვიან უფასო გადამზადებას გაივლიან სფეროს სპეციალისტებისგან.
ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე გუნდს სერტიფიკატი გადაეცემა. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები და გამარჯვებული სკოლები კი საქართველოს ბანკისგან სხვადასხვა პრიზებით დასაჩუქრდებიან.
„საქართველოს ბანკისთვის განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან გვჯერა, ის უკეთესი მომავლის შექმნას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიზნად დავისახეთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, ჰქონდეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე და ამასთან, შეიქმნან STEM მეცნიერებების მიმართულებით მყარი ბაზისი, რათა მომავალში შეძლონ დაეუფლონ თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს. ამისათვის ჩვენ, კომაროვთან თანამშრომლობით, STEM სკოლის პროექტს ვახორციელებთ. თუმცა, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაგვეზარდა ახალგაზრდებში STEM მიმართულებით ცნობადობა და ინტერესი, შევქმენით STEM ოლიმპიადა, რომელიც არა ფიზიკა-მათემატიკურ პროფილურ სკოლებს აძლევს შესაძლებლობას, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს მისცენ განვითარების და მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავების შესაძლებლობა“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
ოლიმპიადა ტარდება მხოლოდ არა ფიზიკა-მათემატიკური მიმართულების სკოლებისთვის. ფიზიკა-მათემატიკური სტატუსის მქონე სკოლებს, გამოცდილების შეძენის მიზნით, შეუძლიათ წარმოადგინონ გუნდი, თუმცა აღნიშნული სკოლის გუნდები კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ (მათი შედეგები არ შეფასდება).
მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















