„თეგეტა გრინ პლანეტმა“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ ბათუმში პარტნიორებისთვის პრეზენტაცია გამართა
საქართველო, თბილისი - 14:34 | 06.11.2023 ნანახია: 8217
3 ნოემბერს ბათუმში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების მიზნებისა და ვალდებულებების შესახებ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ორგანიზაციამ, „თეგეტა გრინ პლანეტმა“, ღონისძიება გამართა.
„თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა შალვა ახვლედიანმა ორგანიზაციის საქმიანობაზე, ნარჩენების სწორად მართვასა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე ინფორმაცია პარტნიორებს ამჯერად აჭარის რეგიონში გააცნო.
„თეგეტა გრინ პლანეტი“ „თეგეტას“ კორპორაციულ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ნარჩენი ზეთები, აკუმულატორები და საბურავები კომპანიის შეგროვების პუნქტებში ჩააბარონ. ამის შემდეგ „თეგეტა გრინ პლანეტი“ უზრუნველყოფს სპეციფიკური ნარჩენების ტრანსპორტირებასა და ლიცენზირებულ გადამმუშავებელ კომპანიებში ჩაბარებას.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორ ორგანიზაციებს გავაცნოთ ის შესაძლებლობები, რასაც „თეგეტა გრინ პლანეტი“ ნარჩენების გადამუშავების კუთხით აძლევს მათ. გვინდა, რომ გარემოზე ზრუნვის საკითხში კიდევ უფრო მეტი თანამოაზრე შემოვიკრიბოთ და, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, დადებითი ზეგავლენები გავზარდოთ. „თეგეტა გრინ პლანეტის“ უმთავრესი საზრუნავი სწორედ გარემოს დაცვაა და ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი სპეციფიკური ნარჩენების მართვა, მათი რეციკლირება, გადამუშავება და აღდგენაა. ამ პროცესში მეტი კომპანიის ჩართვით კი პროცესი კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება“.
ღონისძიებას, სადაც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, 80-ამდე ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ბათუმის მერიის წარმომადგენლები და პარტნიორი ორგანიზაციების წევრები.

სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე: „სასიხარულოა, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე აჭარის რეგიონის ბიზნეს სექტორის მხრიდან დიდი დაინტერესება იყო. მათ დეტალურად გავაცანით მგვ ორგანიზაციების მიზნები. ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრები ძალიან ეფექტური იქნება მდგრადი მიზნების მიღწევის გზაზე. რაც შეეხება „თეგეტა გრინ პლანეტს“ მისი საქმიანობა სწორედ ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებზეა აწყობილი. მათ უკვე აქვთ ნარჩენების შეგროვების 45 ლოკაცია და იგეგმება, რომ აჭარის რეგიონში დამატებითი ლოჯისტკის ცენტრებიც გაჩნდეს. მათ შორის შეიქმნას საბურავების, აკუმულატორების, ზეთების გადამამუშავებელი წერტილები. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ცირკულარული ეკონომიკის წახალისებისთვის“.
თეგეტასთვის გარემოს დაცვაზე ზრუნვა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ნაწილია და სწორედ ამ იდეით 2022 წელს ჰოლდინგს კიდევ ერთი შვილობილი ორგანიზაცია „თეგეტა გრინ პლანეტი“ შეემატა. საქართველოს მასშტაბით „თეგეტა გრინ პლანეტის“ 45-ამდე შეგროვების პუნქტი ფუნქციონირებს, მათ შორის, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ყაზბეგში, თელავში, გორსა და ფოთში.
--
Tegeta Green Planet „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. პირველ ეტაპზე ორგანიზაცია ზემოაღნიშნულ სპეციფიკურ ნარჩენებს რეგლამენტის მიხედვით აგროვებს, უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















