„თეგეტა აკადემიაში” ექსკავატორის ოპერატორის მომზადება-გადამზადების კურსი მიმდინარეობს
საქართველო, თბილისი - 19:14 | 27.10.2023 ნანახია: 1745
- „თეგეტა აკადემიის“ სტუდენტები სიმულაციურ-პრაქტიკულ ტრენინგს გადიან
„თეგეტა აკადემიაში“, USAID-ის მხარდაჭერით, ექსკავატორის ოპერატორის მომზადება-გადამზადების კურსი მიმდინარეობს. პროგრამის მიზანია სამშენებლო სექტორისთვის შესაბამისი კომპეტენციის ადამიანების მომზადება. სწავლება განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, ექსკავატორის ოპერირების პროფესიას დაეუფლოს ან კომპეტენცია გაიღრმაოს.
ექსკავატორის ოპერატორის სასწავლო კურსი ორი მოდულისგან შედგება. სტუდენტები, თეორიულთან ერთად, სიმულაციურ და პრაქტიკულ ტრენინგებსაც გადიან. მომზადება-გადამზადების კურსზე ამჟამად „თეგეტა აკადემიაში“ 15 სტუდენტი სწავლობს. 2-თვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ „თეგეტა აკადემია“ კურსდამთავრებულების დასაქმებაზეც იზრუნებს.

გიორგი ცინარიძე, „თეგეტა აკადემიის“ კომერციული პროექტების განვითარების სამსახურის უფროსი: „ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ექსკავატორის ოპერატორის მომზადება-გადამზადების კურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველი ეტაპის წარმატებით ჩახურვის შემდეგ, უკვე მეორე ნაკადს ვმასპინძლობთ. ვფიქრობ, რომ ეს კურსი კერძო სექტორისთვის ქმნის შესაძლებლობას, დაასაქმოს კვალიფიციური კადრები ან გადაამზადოს თანამშრომლები. ამასთანავე, ინდივიდებს ვთავაზობთ, აითვისონ ახალი პროფესია ან გაიღრმაონ ცოდნა-გამოცდილება. სიმულატორი, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით შევიძინეთ, სტუდენტებს პრაქტიკულ სწავლებაში ეხმარება. კურსის ბოლო ეტაპზე კი სტუდენტები რეალურ ტექნიკაზე გადიან სწავლებას“.
ექსკავატორის ოპერატორის მომზადება-გადამზადების კურსის პირველი ნაწილი უკვე დაასრულა აკადემიის სტუდენტმა დავით გოქსაძემ. იგი ახლა სიმულაციურ-პრაქტიკულ ტრენინგებს გადის. მისი თქმით, სპეცტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, თუმცა „თეგეტა აკადემიაში“ ცოდნის გასაღრმავებლად მივიდა.

დავით გოქსაძე, პროგრამის მონაწილე: „ექსკავატორის ოპერატორის მომზადების კურსის შესახებ სოციალური მედიიდან შევიტყვე. გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი სამშენებლო სფეროში და მქონდა სპეცტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება, თუმცა ყოველთვის მინდოდა, რომ ამ მიმართულებით მეტად განვვითარებულიყავი. „თეგეტა აკადემიაში“ უკვე გავიარეთ ექსკავატორის მახასიათებლები, მუშაობის სპეციფიკა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემები. ამ ეტაპზე პრაქტიკულ სწავლებას გავდივართ და ტექნიკას რეალურ სიტუაციებთან მიახლოებულ გარემოში ვცდით. ეს ნამდვილად საინტერესო გამოცდილებაა ჩემთვის და მჯერა, რომ ჩემს პროფესიულ განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანს“.
ოპერატორების მომზადება-გადამზადების პროგრამის შემუშავება „თეგეტა აკადემიამ“ 2022 წელს დაიწყო. პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.
ექსკავატორის მართვის ოპერატორის კურსის გარდა, „თეგეტა აკადემიაში“ მიმდინარეობს კიდევ ორი პროგრამა: ექსკავატორ დამტვირთველის ოპერატორისა და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის მომზადება.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















