საქართველოს ბანკსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველო, თბილისი - 16:13 | 26.10.2023 ნანახია: 1491
საქართველოს ბანკი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას აქტიურ რეჟმში განაგრძობს. ამჯერად თანამშრომლობის მემორანდუმი ბანკსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ და საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ მოაწერეს.
მხარეებს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობას, მომავალი კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებისათვის მოქმედ პროფესიონალებსა და სტუდენტებს შორის გამოცდილების გაზიარებას. პარტნიორობის ფარგლებში KIU და საქართველოს ბანკი ხელს შეუწყობენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს გაიარონ სასწავლო პრაქტიკა და სტაჟირების პროგრამები, შესაბამისად, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ. პარტნიორობა ასევე ითვალისწინებს სტუდენტებისთვის კონკურსებისა და შეჯიბრებების, სტიპენდიების პროგრამების განხორციელებას, მათთვის სპეციალური შეთავაზებების შექმნას.
„მოხარული ვარ, რომ ასეთი მაღალი დონის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ერთობლივად განვახორციელოთ სტუდენტებისთვის საჭირო და საინტერესო აქტივობები. ხელი შევუწყოთ მათ, თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობები. ჩვენ უნივერსიტეტთან ასევე ვითანამშრომლებთ სასტიპენდიო პროექტის ფარგლებში და სტუდენტებს მივცემთ შესაძლებლობას, მიიღონ 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების, მათი უსაზღვრო შესაძლებლობების და იმის, რომ სწორედ ისინი შეცვლიან ჩვენ ქვეყანას უკეთესობისკენ. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რომ ამ მიზნის შესრულებაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიც დაგვეხმარება“,-აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია საჯარო-კერძო პარტნიორობა და სხვადასხვა პროფილის კერძო სექტორის წამყვან ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. გვიხარია, რომ ჩვენს პარტნიორებს ისეთი ორგანიზაცია შეემატა როგორიცაა საქართველოს ბანკი. თანამშრომლობის ფარგლებში KIU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სტაჟირება, აიმაღლონ კვალიფიკაცია და მომავალში დასაქმდნენ კიდეც აღნიშნულ ფინანსურ ინტიტუტში. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა საინტერესო იქნება ასევე პარტნიორი ორგანიზაციისათვის ახალგაზრდა ტალანტების მოზიდვის კუთხით. მათ ჩვენ ვთავაზობთ კვალიფიცირებულ მოტივირებულ კურსდამთავრებულებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ დასაქმდნენ ქვეყნის შიგნით. ვფიქრობ სწორედ ამ ტიპის თანამშრომლობის ფარგლებში იქნება შესაძლებელი გაძლიერდეს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური ეკოსისტემა“, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.
KIU-ს შესახებ:
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 160 ჰექტარ მიწის ფართობზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020-2021 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. დღეისათვის უნივერსიტეტში 1 200-მდე სტუდენტი სწავლობს. KIU-ს პარტნიორია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM and TUM International).
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















