კინგსის ფინანსური განათლების ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა
საქართველო, თბილისი - 13:48 | 16.10.2023 ნანახია: 1808
საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ფინანსური განათლების პროექტის მხარდამჭერია. პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. ფინანსური განათლების პროექტის განმახორციელებელია კინგსი საქართველო, პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტის საფუძველზე.
ფინანსური განათლების პროექტის მიზანს ახალგაზრდებში როგორც ფინანსური, ასევე სამოქალაქო განათლების, სამოქალაქო პროცესებში ჩართულობის და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შეგრძნების ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ინიციატივის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ისეთ თემებს, როგორიცაა: ინფლაცია, დეფლაცია, ინვესტიციები, დეპოზიტები და სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში. ამ პერიოდის განმავლობაში ისინი მოემზადებიან ფინანსური განათლების ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად.
ამისათვის, მოსწავლეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.
პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება - თავდაპირველად, მოსწავლეები გაეცნობიან სასწავლო მასალებს, შეასრულებელ ოლიმპიადის იმიტირებულ ტესტებს. ამასთანავე, შეხვდებიან სფეროს სპეციალისტებს. აღსანიშნავია, რომ კურსის ბოლოს, შეხვედრა გაიმართება საქართველოს ბანკის წარმომადგენელთან, რომელიც მონაწილეებს ფინანსური განათლების სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტზე გაესაუბრება.
25 ნოემბერს კი მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების ოლიმპიადა გაიმართება.
საქართველოს ბანკი უკვე მესამე წელია, კინგსის გენერალური მხარდამჭერია და აქტიურად უწყობს ხელს ორგანიზაციის საგანმანათლებლო პროექტებს.
„საქართველოს ბანკში უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში კარგად გვესმის განათლების მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ფინანსური განათლების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ კინგსთან სამწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და ერთობლივად უკვე მრავალი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. ერთ-ერთი მათგანი კი ფინანსური განათლების ოლიმპიადაა. ეს არის შესაძლებლობა სკოლის მოსწავლეებისთვის, მიიღონ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ გამოსცადონ კიდეც საკუთარი შესაძლებლობები ოლიმპიადაზე. საქართველოს ბანკი არ ჩერდება და აქტიურად განაგრძობს საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო მრავალ ინიციატივას ითვლის. მათ შორისაა Chevening-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამები, ასევე, STEM სკოლა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ოლიმპიადა და სხვა. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებით ბანკმა განათლება უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის გახადა ხელმისაწვდომი.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















