მერიის მიერ ჩარგული ხეები ამოძირკვეს - რა მოხდა წყნეთში?

საქართველო, თბილისი - 17:13 | 11.03.2016
ნანახია: 1745

წყნეთში, გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე ფეხბურთის ძველ სტადიონზე, რამდენიმე დღის წინ მერიის სამსახურებმა მიწა დაამუშავეს და ხეები ჩარგეს.

თვითმხილველებმა ,,პრაიმნიუსჯორჯიას“ განუცხადეს, რომ წუხელ ნარგავები ამოძირკვეს.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ნერგები კერძო ნაკვეთებზე გადასარგავად წაიღეს. თუმცა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივები სტადიონის გაუქმებას აპროტესტებდნენ და ნარგავები ამ მიზეზით გაანადგურეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სტადიონის ტერიტორიაზე 70 -მდე ნაძვის ხე იყო ჩარგული.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე