ბორჯომი-ახალციხის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

საქართველო, თბილისი - 17:02 | 11.03.2016
ნანახია: 1603

ბორჯომი-ახალციხის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფ. აწყურში, დიზელის გადამზიდი ტრაილერი გადაბრუნდა, რის შედეგადაც მძღოლია გარდაცვლილი. ინფორმაციას ტელეკომპანია მეცხრე არხი ავრცელებს. როგორც ტელეკომპანია იუწყება, გადაბრუნებული ცისტერნიდან დიზელი გაზაზე იღვრება, რის გამოც მოძრაობა შეფერხებულია.

ავტოსაგზაო შემთხვევამ, ახალციხეში მომავალი სოფლის მეურნეობის მინისტრის ესკორტიც შეაფერხა ადგილზე იმყოფება ოთარ დანელიაც.

ადგილზე იმყოფება სასწარფო სამედიცინო დახმარებისა ბრიგადები და საპატრულო ეკიპაჟები.

როგორც თვიოთმხილველები ჰყვებიან, ტრაილერი გადაჭრაბებული სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

არიან თუ არა დაშავებულები ამ დროისთვის უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე