მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს, ნიკოლოზ გუგეშაშვილის 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 13:19 | 04.10.2023
ნანახია: 2885

ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს, ნიკოლოზ გუგეშაშვილის 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბრალდებული ოჯახური მდგომარეობის გამო გათავისუფლებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა. 

მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე