ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა

საქართველო, თბილისი - 15:45 | 27.09.2023
ნანახია: 1721

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომღერალი ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

განკარგულების თანახმად, ნინო ქათამაძეს ჯილდო "სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მსოფლიოში უკრაინის სახელმწიფოს პოპულარიზაციისთვის" გადაეცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე