„სილქ რიალ ისთეითმა“ 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები „გალტ & თაგარტის“, „თიბისი კაპიტალისა“ და „სილქ ბანკის“ მხარდაჭერით გამოუშვა
საქართველო, თბილისი - 13:17 | 26.09.2023 ნანახია: 1909
„სილქ რიალ ისთეითმა“, „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების მართვის წამყვანმა კომპანიამ საქართველოში და ქვეყნის ერთ-ერთმა ლიდერმა სტუმართმასპინძლობის ბიზნესში, „გალტ & თაგარტის“, „თიბისი კაპიტალისა“ და „სილქ ბანკის“ მხარდაჭერით, საფონდო ბირჟაზე 40 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების მეორე ტრანში - 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა.
ობლიგაციების ემისიის წლიური საპროცენტო სარგებელი 9.25%-ს შეადგენს. ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული სახსრები გამოყენებული იქნება არსებული ვალდებულებების დასაფარად.
კომპანიამ ამავე 2023 წლის აპრილში, დაგეგმილი ჯამური 40 მილიონი აშშ დოლარის პირველი ემისიის ფარგლებში, წარმატებით გამოუშვა და განათავსა 20 მილიონი აშშ დოლარი წლიური ფიქსირებული 9.00%-იანი კუპონით, რომელსაც წინამდებარე შეთავაზების იდენტური პირობები ჰქონდა. აღნიშნული შეთავაზება საკმაოდ მაღალი დაინტერესებით გამოირჩეოდა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან.
ობლიგაციები „სილქ რიალ ისთეითის“ უკვე მეორე განთავსებაა 2023 წელს, რომელიც საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაიშვა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ორგანიზაციის უწყვეტი წარმატების დასტურია.
აღნიშნული ობლიგაციების ემისია „გალტ & თაგარტის“, „თიბისი კაპიტალის“, „სილქ ბანკისა“ და „სილქ რიალ ისთეითის“ მეორე ერთობლივი განთავსებაა.
გიორგი რამიშვილი - „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:
„გვიხარია, რომ წარმატებით განვათავსეთ “სილქ რიალ ისთეითის” ობლიგაციების მეორე ტრანში, რაც ჩვენი პარტნიორების და “სილქ როუდ ჯგუფის” ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია. “სილქ რიალ ისთეითის” პროექტები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით და თანამედროვე არქიტექტურით გამოირჩევა. ჩვენი პროექტების დიზაინერებად მსოფლიოში განთქმულ ინოვატორ არქიტექტორებს ვიწვევთ. მინდა სიამოვნებით გამცნოთ, რომ ჩვენს ერთ-ერთ მიმდინარე პროექტზე ცნობილი იაპონელი არქიტექტორი კენგო კუმა მუშაობს. დარწმუნებული ვარ, რომ განხორციელდება კიდევ ერთი მაღალი ხარისხის პროექტი, რომლითაც ყველა ვიამაყებთ.“
მამუკა შურღაია - „სილქ რიალ ისთეითის“ აღმასრულებელი დირექტორი:
„საფონდო ბირჯაზე წარმატებით განთავსდა „სილქ რიალ ისთეითის“ ობლიგაციების მეორე ტრანში. ორივე ტრანშმა, წელს, ჯამურად 40 მილიონი დოლარი შეადგინა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა შეთავაზებამ, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია. ეს მათი მხრიდან გამოცხადებული მაღალი ნდობის დასტურია, ხოლო შედეგი, რა თქმა უნდა, პროცესში ჩართული ყველა მხარის ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა. ნამდვილად აღსანიშნავია ამ საქმეში ჩართული გუნდების თავდაუზოგავი შრომა წარმატების მისაღწევად. მინდა მათ მადლობა გადავუხადო და მივულოცო.“
ზურაბ ქოქოსაძე - „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე:
"მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ მნიშვნელოვანი როლი „სილქ როუდ რიალ ისთეითის" ობლიგაციების უკვე მეორე ტრანშის განთავსებაში. „გალტ & თაგარტის“, „თიბისი კაპიტალის“, „სილქ ბანკისა“ და „სილქ როუდ რიალ ისთეითის" ერთობლივი ტრანზაქცია საკმაოდ წარმატებულია და მინდა ყველა ჩართულ მხარეს მივულოცო ეს ფაქტი, მათ შორის „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს, როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. სწორედ ასეთი თანამშრომლობები გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ მიმზიდველი და სტაბილური ფინანსური გარემო, რითიც აიხსნება კიდეც ინვესტორების მხრიდან ასეთი მაღალი ინტერესი."
გიორგი თხელიძე - თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე:
„მოხარული ვართ, რომ „სილქ როუდ რიალ ისთეითის“ ობლიგაციების გამოშვების მხარდამჭერები ვართ და პირველი ტრანშის მსგავსად, მეორე ტრანშიც წარმატებით განთავსდა. შედეგად, კომპანიას, კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში შევუწყეთ ხელი. სილქ როუდ ჯგუფისა და თიბისის პარტნიორობა 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ, უძრავი ქონების მიმართულებით, არაერთი მაღალი სტანდარტის პროექტი განვახორციელეთ ერთად. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში თიბისი კაპიტალი აქტიურადაა ჩართული, რითიც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს.“
ალექსი ხოროშვილი - „სილქ ბანკის“ გენერალური დირექტორი:
მოხარულნი ვართ, რომ ზედიზედ მეორედ „გალტ & თაგარტთან“ და „თიბისი კაპიტალთან“ ერთად შევიტანეთ წვლილი „სილქ რიალ ისთეითის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. „სილქ რიალ ესთეიტის“ მიერ, მეორე ტრანშის წარმატებული განთავსება კიდევ ერთი დასტურია ინვესტორთა მხრიდან მაღალი ნდობისა როგორც კომპანიისა, ასევე მთლიანობაში „სილქ როუდ ჯგუფის“ მიმართ. „სილქ ბანკი“ და „სილქ რიალ ისთეითი“ ერთი ჯგუფის წევრები არიან და ამიტომ ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ჩვენი ბანკის მომხმარებლებმა კორპორაციულ ფასიან ქაღალდებში თავისი პირველი ინვესტიციები სწორედ „სილქ რიალ ისთეითის“ ობლიგაციების შეძენის გზით განახორციელეს.“
„სილქ რიალ ისთეითი“, „სილქ როუდ ჯგუფში” შემავალი უძრავი ქონების მმართველი კომპანიაა, რომელიც ძირითადი საქმიანობით ჰოლდინგური საწარმოა. კომპანიის უძრავი ქონებისა და სტუმართმასპინძლობის ბიზნესის მართვა ორი მიმართულებთ ხდება: Silk Development ავითარებს უძრავი ქონების ახალ პროექტებს, ხოლო Silk Hospitality მართავს კომპანიის უკვე განვითარებულ ბიზნესებს.
„სილქ რიალ ისთეითი“ ფლობს და წარმატებით მართავს „რადისონის“ ბრენდის სასტუმროებს თბილისში, ბათუმსა და წინანდალში, ასევე წინანდალში სასტუმრო „პარკ ჰოტელს“, მრავალფუნქციურ კომპლექსს „რესპუბლიკას“ თბილისში, საკონფერენციო და გასართობ სივრცეებს: „ივერია ბიჩ კლუბი“ ბათუმში, ღამის კლუბი „Noble Savage“, კაფე „ივერია“ თბილისში.
კომპანიამ ახლახანს დაასრულა უნიკალური ადგილმდებარეობისა და კონცეფციის მქონე საცხოვრებელი კომპლექსი აჭარაში „ბოტანიკო“ მწვანე კონცხზე. ეს Silk Real Estate-ის პორტფელში პირველი საცხოვრებელი პროექტია რომელზეც კომპანიამ იმუშავა.
მიმდინარე პროექტებს შორისაა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ტელეგრაფი“ თბილისის ცენტრში, ყოფილი ფოსტის შენობაში, რომლის დიზაინი ეკუთვნის თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექრუტულ კომპანიას Neri&Hu.
„სილქ რიალ ისთეითის“ უძრავი ქონების პროექტები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით გამოირჩევა. კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივები დაახლოებით 900 მილიონ ლარად არის შეფასებული.
2005 წლიდან დღემდე, „სილქ როუდ ჯგუფს“, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებული აქვს ერთ მილიარდ აშშ დოლარამდე. ჯგუფის ინვესტიციები ასევე მოიცავს სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტს“, ბახვის ელექტროჰესს და „სილქ ბანკს“.
„სილქ რიალ ისთეითის“ შესახებ
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.sre.ge
სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:
სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge
შპს „თიბისი კაპიტალის“ შესახებ:
„თიბისი ბანკის“ შვილობილი – „თიბისი კაპიტალი“, საქართველოს წამყვანი საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც კლიენტებს ფინანსური მიზნების მიღწევაში ეხმარება. საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ვემსახურებით კერძო პირებს, კორპორაციულ სუბიექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას უზრუნველვყოფთ გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტურირებითა და კონსულტაციებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.tbccapital.ge
სს „სილქ ბანკის“ შესახებ:
„სილქ ბანკის“ მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც სტაბილური ფინანსური ინსტიტუტისა, კომპანიას აძლევს საშუალებას, რომ ბანკის თითოეულ მომხმარებელს შესთავაზოს განსაკუთრებული მომსახურება. მიმდინარე წლიდან ბანკის შეთავაზებებს დაემატა საბროკერო მომსახურებაც. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.silkbank.ge
პოლიტიკა
- ადამიანი თუ ქვეყნის ინტერესებს ასცდება და დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს, სახელმწიფო მკაცრი იქნება - მარიამ ლაშხი ფარცხალაძეზე
- ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობდა, ეს არის სოციოპათი პოლიტიკოსების თავში მოხარშული რაღაც საშინელება, გროტესკი, აბსურდი, ასეთ რეჟიმს საქართველოში შანსი არ აქვს - ლევან ცუცქირიძე
- აშშ-ს პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, თუ შენ ამ გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს - ირაკლი ფავლენიშვილი
- აშშ-მა ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენა და ამას მივესალმები, თავის ტყავზე გამოცადონ, რასაც სხვებს უკეთებენ - თენგიზ შარმანაშვილი ევროპელების დასანქცირებაზე
საზოგადოება
- საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
- აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
სამართალი
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
მსოფლიო
- დღეს ევროპელ ლიდერებთან კარგი დისკუსია მქონდა უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის, მისი უსაფრთხოებისა და ქვეყნის აღდგენის შესახებ - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- თითქმის ერთი დღე გავიდა და რუსეთს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ და ვერც წარმოადგენს, რადგან თავდასხმა არ ყოფილა - ანდრიი სიბიჰა
- რუსეთის მიზანია 2026 წლისთვის დონბასის მთელი ტერიტორიისა და ზაპოროჟიეს ოლქის დაკავება - კირილო ბუდანოვი
- უკრაინაში ომი, შესაძლოა, 90 დღის განმავლობაში დასრულდეს - ნატო-ში აშშ-ის ელჩი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
- ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















