ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 11:57 | 11.09.2023
ნანახია: 961

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ორშაბათს უკრაინის დედაქალაქ კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.

კიევში, ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია "მტკიცედ" უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს.

"ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია. ბომბების სეტყვაში, რუსეთის ტანკების პირისპირ, უკრაინა თავდაჯერებულად და მტკიცედ დაადგა გზას ევროკავშირისკენ", - თქვა მან.

ბერბოკი ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში უკვე მეოთხედ ჩავიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე