ლიბერიის დროშით მცურავმა გემმა შავ ზღვაში ფეკალური წყლები ჩაღვარა

საქართველო, თბილისი - 12:33 | 11.03.2016
ნანახია: 1481

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ ფოთის ნავსადგურის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ლიბერიის დროშით მცურავმა გემმა შავ ზღვაში ფეკალური წყლები ჩაღვარა.

სამართალდამრღვევი გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზრაურება.

ლიბერიის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებულის აჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე