აღიარება 20 ნომინაციაში: Global Finance-მა საქართველოს ბანკი მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს 20 კატეგორიის გამარჯვებულად დაასახელა
საქართველო, თბილისი - 17:38 | 15.08.2023 ნანახია: 1227
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 24-ედ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების ჯილდოს ფარგლებში, საუკეთესო კორპორატიული/ინსტიტუციური და სამომხმარებლო ციფრული ბანკები გამოავლინა. საქართველოს ბანკი კი როგორც ქვეყნის, ასევე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით გამარჯვებულად 20 ნომინაციაში დაასახელა.
გამოცემის მიერ, საქართველოს ბანკის მობილბანკი საუკეთესო ბიზნეს და სამომხმარებლო მობილბანკად იქნა დასახელებული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ამასთან, ფინანსურმა ინსტიტუტმა აღიარება მოიპოვა ციფრული შეთავაზებების, ინოვაციებისა და ტრანსფორმაციებისთვის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობისთვის განხორციელებული ინიციატივებისთვის.
Global Finance-ის „მსოფლიოს საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის“ და „მსოფლიოს საუკეთესო კორპორატიული/ინსტიტუციური ციფრული ბანკის“ ჯილდოსთვის გამარჯვებულების შერჩევის პროცესი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ორ რაუნდად იმართება. პირველ ეტაპზე გამარჯვებულები ქვეყნების მასშტაბით ჯამურად 24 კატეგორიაში გამოვლინდნენ, მეორე რაუნდში კი გლობალური და რეგიონული ჯილდოს მფლობელები დასახელდებიან.
რჩეული ფინანსური ინსტიტუტების გამოსავლენად Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრები ბანკებს მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრული გამოცდილების შესაქმნელად შემუშავებული სტრატეგიების, ციფრული შეთავაზებების, ციფრული პროდუქტების მომხმარებლების რაოდენობის ზრდისა და განხორციელებული ინიციატივების მიხედვით აფასებდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი 2023 წლის საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტად ქვეყანაში 12 ნომინაციაში დასახელდა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კი - 8 კატეგორიაში.
ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ბანკმა აღიარება მოიპოვა შემდეგ კატეგორიებში:
- საუკეთესო ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის
- საუკეთესო მობილბანკი
- საუკეთესო ბიზნეს მობილბანკი
- საუკეთესო ინოვაცია და ტრანსფორმაცია მომხმარებლებისთვის
- საუკეთესო ბიზნეს ინოვაცია და ტრანსფორმაცია
- საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
- საუკეთესო ციფრული პროდუქტების შეთავაზებები მომხმარებლებისთვის
- საუკეთესო ბანკი მომხმარებლებისთვის გადახდებისა და ციფრული ტრანზაქციების მიმართულებით
- საუკეთესო ბანკი UX დიზაინის მიმართულებით
- საუკეთესო ბანკო სამომხმარებლო დაკრედიტების მიმართულებით
- საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსების სერვისებისთვის
- საუკეთესო ღია ბანკიგის API სერვისები საქართველოში
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კი საქართველოს ბანკი 2023 წლის გამარჯვებული შემდეგ ქვე-კატეგორიებში გახდა:
- საუკეთესო მობილბანკი
- საუკეთესო ბიზნეს მობილბანკი
- საუკეთესო ინოვაცია და ტრანსფორმაცია მომხმარებლებისთვის
- საუკეთესო ბიზნეს ინოვაცია და ტრანსფორმაცია
- საუკეთესო ბანკი სამომხმარებლო დაკრედიტების მიმართულებით
- საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსებაში
- საუკეთესო ბანკი მომხმარებლებისთვის გადახდებისა და ციფრული ტრანზაქციების მიმართულებით
- საუკეთესო ციფრული პროდუქტების შეთავაზებები მომხმარებლებისთვის
„Global Finance-ის გამარჯვებულები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიხედვით 11 სამომხმარებლო და 13 კორპორატიულ/ინსტიტუციურ ქვე-კატეგორიაში გამოვლინდნენ. რჩეული ფინანსური ინსტიტუტები მსოფლიო დონის ჟიურის წევრებმა დაასახელეს, გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები კი Global Finance-ის გამოცემის მიერ შეირჩა. ციფრული მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად შემუშავებული სტრატეგია, ციფრული შეთავაზებები, ციფრული ინიციატივები და ციფრული საბანკო პლატფორმისა თუ აპლიკაციის დიზაინი და ფუნქციონალი ის მთავარი კრიტერიუმები იყო, რომლებსაც ჟიურის წევრები გადაწყვეტილების მიღების დროს ეყრდნობოდნენ. შესაბამისად, Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკის კატეგორიის ჯილდო წარმოადგენს იმ ფინანსური ინსტიტუტების აღიარებას, რომლებიც უძღვებიან გაციფრულებას“, - წერია Global Finance-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, აქტიურად მუშაობს ისეთი ციფრული გადაწყვეტებისა და პროდუქტების შექმნაზე, რომელიც მომხმარებლებისთვის ყოველდღიური საბანკო ტრანზაქციების განხორციელების პროცესს კიდევ უფრო მეტად მარტივს და კომფორტულს გახდის. ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ საქართველოს ბანკი Global Finance-ის მიერ 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის კატეგორიის 20 ქვე-კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა. ჩვენი ძალისხმევის ისეთი გლობალური გამოცემის მიერ აღიარება, როგორიც Global Finance-ია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვაჩვენებს, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ციფრული სერვისები თუ პროდუქტები ლოკალურ და რეგიონულ ბაზარზე გამორჩეულია და ქმნის ღირებულებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფინანსური ტექნოლოგების სფეროს ჩამოყალიბების პროცესში. ეს კი გვაძლევს მოტივაციას, რომ შევქმნათ კიდევ უფრო მეტად ინოვაციური პროდუქტები და არ გავჩერდეთ“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















