უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაკეთდეს „გამარჯვების პლატფორმა“, მიხეილ სააკაშვილი იქნება მოწინავე და მთავარი - ლევან ხაბეიშვილი
საქართველო, თბილისი - 17:20 | 24.07.2023 ნანახია: 1959
უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაკეთდეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი იქნება მოწინავე და მთავარი, ვინც ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში შეიტანს ლომის წვლილს.
“მე მიხარია, რომ აქ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ერთხელ უკვე დაგიმარცხებიათ „რუსული ოცნება“ საქართველოში. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც დიდ ქალაქებში და არა მარტო დიდ ქალაქებში დაამარცხეთ „რუსული ოცნება“ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე და მე მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო დიდი მადლობა და დიახ, თქვენ ხართ გამარჯვების ფორმულა. დიახ, თქვენ ხართ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და დიახ, თქვენ ხართ ის ხალხი, ვისაც უკვე ერთხელ დამარცხებული გყავთ რუსული პარტია. ამიტომ, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაკეთდეს „გამარჯვების პლატფორმა“ და დიახ, მიხეილ სააკაშვილი იქნება მოწინავე და მთავარი, ვინც ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის დამარცხებაში შეიტან ლომის წვლილს და დიახ, მიხეილ სააკაშვილის გარშემო, „სტრატეგია აღმაშენებელთან“, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად დარწმუნებული ვარ ასეთი მრავალი იქნება. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ რუსულ პარტიაზე. ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ ის ამოცანები და მიზნები, რაც გვაქვს ჩვენ. პირველი და მნიშვნელოვანი - ჩვენ ვპირდებით ჩვენს პენსიონერებს, რომ 400 ათას პენსიონერს გაუნულდებათ საპენსიო სესხი. მეორე - ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა სკოლის მოსწავლეს და ასეთი არის 600 ათასამდე საქართველოში - უნდა ჰქონდეთ უფასო კვება. მესამე - ჩვენ ვამბობთ, რომ ბიტკოინებიდან მილიარდებს რომ იპარავს ბიძინა ივანიშვილი და დაახლოებით წელიწადში ივანიშვილი, მამაცაშვილი ,ხიდაშელი, ფარცხალაძე ათ მილიარდამდე ლარს პარავს ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ ვამბობთ, რომ მოპარვის ნაცვლად ტარიფები უნდა დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რა ნიშნულიც იყო და ყაჩაღური ტარიფები, რასაც თქვენ ელექტროენერგიაში იხდით და საზოგადოებას შევახსენებ, რომ თქვენ იხდით 18-22-26 თეთრს და ბიძინა ივანიშვილი იხდის 8 თეთრს. ამიტომ ჩვენი ამოცანა იქნება ხალხის მსახურება და თქვენთან ერთად, ვინც ხართ საკრებულოს წევრები შეკრებილები „ნაციონალური მოძრაობიდან“ „სტრატეგის აღმაშენებლიდან“, მოგესალმებით თითოეულ თქვენგანს და თქვენ იქნებით ამ გამარჯვების არა თუ თანამონაწილეები, არამედ ფრონტის წინა ხაზზე.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















