საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

საქართველო, თბილისი - 10:57 | 19.07.2023
ნანახია: 1444

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თავდაპირველად ქალაქ დედოფლისწყაროს სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ გამარჯვებასთან დაფიქსირდა. მეორე მიწისძვრა კი ქალაქ დმანისთან, სოფელ მამიშლართან მოხდა. 

სოფელ გამარჯვებაში დაფიქსირებული ბიძგების სიმძლავრე 3,2 მაგნიტუდა იყო, სიღრმე კი 10 კილომეტრი. იგი თბილისის დროით 06:38 საათზე მოხდა. 

მამიშლარში, მიწისძვრის სიმძლავრემ 3,1 მაგნიტუდა შეადგინა, სიღრმე კი 5 კილომეტრი ს იყო. მიწისძვრა 08:54-ზე დაფიქსირდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე