მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ უზრუნველყოს სააკაშვილისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ - მაია სანდუ

საქართველო, თბილისი - 17:16 | 04.07.2023
ნანახია: 1595

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ უზრუნველყოს სააკაშვილისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ „ტვიტერში“ წერს.

„ღრმად შეწუხებული ვარ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის შემაშფოთებელი კადრებით, რამაც გამოავლინა ჯანმრთელობის მძიმე გაუარესება ციხეში ყოფნის პერიოდში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პრიორიტეტი მიანიჭოს მის კარგად ყოფნას და სასწრაფოდ უზრუნველყონ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ“, – წერს მაია სანდუ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე