საქართველოს ბანკმა ბიზნესის განვითარებისთვის ახალი, ინოვაციური პლატფორმა - ბიზნეს მენეჯერი შექმნა
საქართველო, თბილისი - 11:09 | 29.06.2023 ნანახია: 1042
საქართველოს ბანკი, როგორც ინოვაციური ბანკი ციფრულ პროდუქტებში, ბიზნესის ინტერესებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკი მომხმარებელს ახალ პლატფორმას - ბიზნეს მენეჯერს სთავაზობს, რომელიც თვითმომსახურების ხელსაწყოებს აერთიანებს.
ბიზნეს მენეჯერი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ტექნოლოგიური პროდუქტები ჰარმონიულად მართოს და საკუთარი ბიზნესის დირიჟორი თავად გახდეს.
პლატფორმა სამ მნიშვნელოვან პროდუქტს აერთიანებს. ესენია: გადახდების მენეჯერი, API მენეჯერი და Ads მენეჯერი.
Ads მენეჯერი ახალი პროდუქტია, რომელიც ბიზნესს მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში ეხმარება. კონკრეტულად კი, შესაძლებლობას აძლევს, მარტივად, სრულიად ციფრულად შექმნას შეთავაზებები, შეარჩიოს ზუსტი სამიზნე აუდიტორია და მისწვდეს საქართველოს ბანკის 1 200 000- ზე მეტ ციფრულ მომხმარებელს.
ასევე, პლატფორმის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია, შეთავაზების შექმნის მომენტიდან თვალი ადევნოს განხორციელებული ინიციატივის ეფექტურობას რეალურ დროში და ნახოს შეთავაზების შედეგის დეტალური რეპორტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პლატფორმა ბიზნესს აწვდის მომხმარებლის ანალიტიკას, მათ შორის დეტალურ ინფორმაციას ახალი, აქტიური და პასიური მომხმარებლის რაოდენობისა და დემოგრაფიული მონაცემების - მომხმარებლის ასაკის, სქესის, ადგილმდებარეობის, ინტერესებისა და ქცევის შესახებ.
გადახდების მენეჯერი გადახდების მეთოდების (საბარათე; განვადებით; ნაწილ- ნაწილ, BOG ავტორიზაციით და Google Pay-თ გადახდა) ერთ სივრცეში მართვის შესაძლებლობას იძლევა. უფრო კონკრეტულად კი, მისი მეშვეობით ბიზნესები საქართველოს ბანკის ონლაინ და ოფლაინ არხებით მიღებული გადახდების სრულიად დამოუკიდებლად მართვას ახორციელებენ. გადახდების მენეჯერი ასევე იძლევა ანგარიშსწორების სწრაფი წარმოებისა და სერვისებზე მეტი ინფორმაციის, ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას. ფუნქციონალის უპირატესობას წარმოადგენს ისიც, რომ ის ბიზნესისთვის ამარტივებს ისეთ საოპერაციო პროცესებს, როგორიცაა თანხის დაბრუნება, განვადების გაუქმება და ა.შ. ასევე, პლატფორმის მეშვეობით ბიზნესს აქვს საშუალება, თვალი ადევნოს ტრანზაქციულ ანალიტიკას, მაგალითად: გადახდის რომელი მეთოდია მისთვის მომგებიანი და ეფექტური. ბიზნესს ასევე ეძლევა წვდომა ინფორმაციაზე იმის შესახებ, თუ რა ტიპის ბარათებით ხდება უმეტესწილად გადახდა, რის საფუძველზეც შეუძლია გაიგოს ვინ არის მისი მომხმარებელი, სწორად შეარჩიოს სამიზნე აუდიტორია, მიიღოს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და განავითაროს საკუთარი ბიზნესი სწორი მიმართულებით.
API მენეჯერი ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა API სერვისს, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის პარტნიორი ციფრული ბიზნესებისათვის. უფრო კონკრეტულად კი მომხმარებელს აძლევს წვდომას ბიზნეს ინტერნეტბანკის, ღია ბანკინგის და BOG ID -ის API სერვისებზე, რომლებიც ბიზნესებისთვის ქმნის შესაძლებლობას, საკუთარ ციფრულ პლატფორმებსა თუ პროგრამულ უზრუნველყოფებში, საბანკო ფუნქციონალი მარტივად ჩააშენოს.
„საქართველოს ბანკი მუდმივად აკვირდება ბიზნესის მოთხოვნებსა და საჭიროებებს, რათა მათ სწორედ ის პროდუქტი და სერვისი, იმ სივრცეში შესთავაზოს, რომელიც მას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ ამიტომ, შევქმენით ბიზნეს მენეჯერი, რომელიც სამ მიმართულებას აერთიანებს. ახალი, ინოვაციური პლატფორმა ბიზნეს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად მართოს და ისარგებლოს საქართველოს ბანკის მიერ შეთავაზებული, მისთვის სასურველი პროდუქტებითა თუ სერვისებით, მისწვდეს უფრო დიდ აუდიტორიას, უკეთესად გაიგოს თუ ვინაა მისი მომხმარებელი, ნახოს ანალიტიკა, რომლის გამოყენებითაც მარტივად შეძლებს დაინახოს თუ რა პოტენციალი აქვს ბიზნესს განვითარებისთვის და გახდეს საკუთარი ბიზნესის დირიჟორი“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















