„საქართველოს ფოსტისა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორიგი ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 19:05 | 27.06.2023
ნანახია: 791

მხარეებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს აღსანიშნავად, შედგა წიგის პრეზენტაცია სახელწოდებით „ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“.

მნიშვნელოვანია, რომ საიუბილეო გამოცემას თან უნიკალური ფოტოები ერთვის, რომელიც დღემდე უნივერსიტეტის დამაარსებლის საოჯახო ალბომშია დაცული და საზოგადოება მათ პირველად იხილავს. პირადი მიმოწერის კრებულში   შესული ქართველი მეცნიერის, უნივერსიტეტის დამაარსებლის,  ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის წერილები,   სულ სხვა თვალით გაგვაცნობს დიდ საზოგადო მოღვაწეს.

ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებისათვის გაიმართება ფოსტის არქივში არსებული მარკების გამოფენა. მარკები  შექმნილია უნივერსიტეტის, უნივერსიტეტის დამაარსებლისა და სხვა ქართველი საზოგადო მოღვაწეების, მწერლებისა და პოეტების თემატიკაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე