დღევანდელი მმართველობა არის რუსეთის მიერ ხელდასმული და მათი დასანქცირების გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრების გაგრძელება, დევიდ ო’სალივანის ვიზიტი არის კიდევ ერთი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებისთვის - პეტრე ცისკარიშვილი
საქართველო, თბილისი - 13:48 | 26.06.2023 ნანახია: 776
„დევიდ ო’სალივანის ვიზიტი არის კიდევ ერთი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებისთვის. დღევანდელი მმართველობა არის რუსეთის მიერ ხელდასმული, მათი მარიონეტები და მათი დასანქცირების გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრების გაგრძელება,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
პეტრე ცისკარიშვილი გამოეხმაურა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო’სალივანის ვიზიტს თბილისში.
„აქ უნდა გვესმოდეს მთავარი, რომ „რუსული ოცნების“, ამ ქოცების პირველადი რეფლექსი, როდესაც რუსეთს სანქციები დაუწესდა იყო ორი რაღაც, დიდი ფულის შოვნის შესაძლებლობა და ფულის კეთება სანქციების გვერდის არიდებაზე და მეორე პუტინისთვის ესიამოვნებინათ პოლიტიკურად და ეკონომიკურად, რომ აი ჩვენ შენს გვერდით ვართ შენ გეხმარებით მაშინ, როდესაც ცივილიზებული სამყარო შენს წინააღმდეგ წავიდა. ამ ორი მიმართულებით ქოცების ინსტინქტი იყო ფულიც აკეთო და პუტინსაც ასიამოვნო. ხოლო მათ არ ესმით, დღემდე არ ესმით დიდი თამაშის გეოპოლიტიკური კონტექსტი რომ ეს ადამიანი დიქტატორი პუტინი ომის დასრულებას არ აპირებს იმიტომ რომ, ის მხოლოდ მაშინ დაასრულებდა ომს თუ გაიმარჯვებდა შესაბამისად ის ვერ გაიმარჯვებს ამ ომში და მის ინტერესშია, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაიწელოს ეს ომი იმიტომ რომ, სხვანაირად მომავალ წელს მას მარტში არჩევნები აქვს და ის დამარცხდება. ომის პირობებში შეუძლია გაყიდოს, რომ აი მთელი მსოფლიო გვებრძვის მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ არის ჩვენ ბრძოლაში ვართ ჩვენ ომში ვართ და მხარი დაუჭირეთ უმაღლეს მხედართმთავარს და დიქტატორ პუტინს. ამას გაყიდის და ამ ვითარებაში და ამ მოცემულობაში მას შეუძლია ჯერ კიდევ თეორიული შანსი აქვს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და არჩევნები ბრჭყალებში მოიგოს. ხოლო თუ ის დამარცხდება და რეჟიმი შეიცვლება მაშინ ომი დამთავრდება. ამისთვის იბრძვის ცივილიზებული სამყარო. ცივილიზებული სამყაროს სწორედ ეს უნდა რომ ომი დასრულდეს. ომის დასასრულებლად არარის საკმარისი სამხედრო მოქმედებები და ბრძოლის ველზე უკრაინელების გმირობა. ამას სჭირდება სხვა ატრიბუტებიც სჭირდება სხვა მიმართულებებიდან შეტევა პუტინის რეჟიმზე და ერთ-ერთი მთავარი ასეთი ინსტრუმენტი არის სანქციები, რომელიც დაუწესდა და გამოჩნდა აქ ქოცების მიერ შექმნილი პატარა შავი ხვრელი, დერეფანი, რომელიც ამ სანქციების გვერდის არიდებაში ხელს უწყობს პუტინს. კიდევ ერთხელ ვამბობ ორი მიზეზით ორად ორი მთავარი მიზეზით დიდი ფულის კეთების შანსი აქვთ და აკეთებენ და პუტინს პოლიტიკურად აძლევენ შესაძლებლობას რომ თქვას, რომ საქართველო ჩვენს გვერდში დგას“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, სანქციები არის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი და იმისთვის, რომ პუტინის რეჟიმი დამთავრდეს.
„ასეთი მაღალი დონის წარმომადგენლობითი დელეგაცია, როდესაც ჩამოდის მართლაც საქმიანად ჩამოდის. მე დარწმუნებული ვარ მტკიცებულებებიც აქვთ უბრალოდ ამას არ ასაჯაროებენ და ეს მტკიცებულებები არ ეხება მხოლოდ, რა თქმა უნდა, პარალელურ იმპორტზე ზეთი შემოვიდა აქედან კოკა-კოლა გავიდა. ამაზე არ არის საუბარი აქ არის ელექტროჩიპებზე, ნახევარ გამტარებზე და სავარაუდოდ ალბათ იარაღის ტრანზიტზეც კი რომელიც ირანიდან გადაადგილდება და მიდის რუსეთის მიმართულებით. ესეთ მსხვილ მტკივნეულ მნიშვნელოვან ჩამონათვალზე და პროდუქციაზე იქნება აუცილებლად საუბარი და ამიტომ ჩამოდიან ისინი, რომ ძალიან მკაცრად ელაპარაკონ რუსული ოცნების ქართველ წარმომადგენლებს, რომ ესე გაგრძელება არ შეიძლება. სანქციები არის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი და ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პუტინის რეჟიმი დამთავრდეს თუ პუტინის რეჟიმი არ დასრულდება, ომიც ვერ სრულდება. შესაბამისად, ის უსაშველოდ ბოლომდე ეცდება, რომ გაწელოს როგორც მინიმუმ მომავალი წლის გაზაფხულამდე, როდესაც მას არჩევნები აქვს. ომის პირობებში კამპანიის წარმოება გაცილებით მარტივია პუტინისთვის და ძალაუფლების შენარჩუნება, ვიდრე დამარცხებულზე, ეს ყველას ესმის. ამ დამარცხებისთვის უკრაინელების საბრძოლო გმირობის მიღმა აუცილებელია, რომ ბოლომდე მუშაობდეს სანქციების ინსტრუმენტი რაც ვერ შედის ძალაში და ვერ არის ეს გამოყენებული პუტინის წინააღმდეგ, სანამ ქოცები არსებობენ და მას ხელს უწყობენ სანქციების გვერდის ავლაში“ - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება არის რუსეთის მიერ ხელდასმული, და მათი დასანქცირების გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრების გაგრძელება.
მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად იქნება ასეთი სანქციები უბრალოდ მთავარი კიდევ ერთხელ ვამბობ დასავლეთი, შეერთებული შტატები უყურებს დიდ გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფას, იმიტომ რომ ბოლო ოცდაათი, ოცდათორმეტი წლის განმავლობაში, როდესაც საქართველო მოიაზრება შენს პარტნიორ სახელმწიფოდ და ჩვენ რომ ვამბობთ ხოლმე ჩვენს დასავლელ მეგობრებზე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან. აქამდე ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ასე გვიყურებდნენ, რომ საქართველო არის ჩვენი გეოპოლიტიკური და სტრატეგიული პარტნიორი უბრალოდ ისე მოხდა რომ საქართველოში დღეს მმართველ რგოლში არიან რუსეთის წარმომადგენლები და ამის ბოლომდე აღქმა, გაგება, გააზრება და ამასთან შეგუება დასავლეთს უჭირს. მაგრამ ეს დელეგაციები სწორედ იმიტომ ჩამოდიან კიდევ ერთხელ გაფრთხილებას ყვითელ ბარათს აძლევენ, რომ საბოლოოდ დარწმუნდნენ იმაში, რომ კი, საქართველო როგორც სახელმწიფო, ქართველი ხალხი მომავალშიც იქნება დასავლეთის გეოპოლიტიკური სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ დღევანდელი მმართველობა არის რუსეთის მიერ ხელდასმული, მათი მარიონეტები და მათი დასანქცირების გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრების გაგრძელება. ამ დასკვნამდე მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები საბოლოო ჯამში მივლენ,” – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
პოლიტიკა
- დადგება დრო, როდესაც თქვენ, არჩევნების გზით მოგიწევთ ხელისუფლებიდან გამგზავრება, როგორც ეს თქვენი და სააკაშვილის საერთო მეგობარს, ვიქტორ ორბანს მოუწია, რომელიც „მამლის ყივილამდე“ ორთავე პოლიტიკურმა პარტიამ უარყავით - გიორგი შარაშიძე
- უნგრეთის მომავალმა პრემიერმა განაცხადა, რომ გააგრძელებს საქართველოსთან მეგობრობას, ჩვენს ადგილობრივ ოპოზიციას ილუზიები დაუმსხვრია და მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა - ლევან მახაშვილი
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
- დღეს აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზეს, უნიკალურობას, დედაენის დღეს ვულოცავთ ქართველ მეგობრებს - აშშ-ის საელჩო
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















