არსებითი ნაბიჯია საქართველოში დეპოლარიზაციისკენ - შარლ მიშელი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

საქართველო, თბილისი - 11:41 | 23.06.2023
ნანახია: 1004

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ.

მიშელის განცახებით, ეს  არსებითი ნაბიჯია საქართველოში დეპოლარიზაციისკენ.  

„გადაწყვეტილება გასულ წელს საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ პოზიტიურ იმპულსს ქმნის რეფორმებისთვის, რათა წინ წავიდეს მის ევროპულ გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, - ნათქვამია შარლ მიშელის განცხადებაში.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა. 


პოლიტიკა