სამტრედიაში მე-11 კლასის მოსწავლე მდინარეში დაიხრჩო

საქართველო, თბილისი - 09:37 | 15.06.2023
ნანახია: 1949

უბედური შემთხვევა მოხდა სამტრედიაში. გავრცელებული ინფორმაციით, მე-11 კლასის მოსწავლე მეგობრებთან ერთად მდინარე გუბისწყალზე სათევზაოდ იყო წასული და სავარაუდოდ წყალში ჩავარდა.

მაშველებმა არასრულწლოვნის ცხედარი რამდენიმესაათიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შემდეგ იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი სამტრედიის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე