გარდაბნის რაიონში „ჩირინას“ ხორცპროდუქტების ახალი საწარმო გაიხსნება - პროექტის პარტნიორი საქართველოს ბანკია
საქართველო, თბილისი - 15:38 | 14.06.2023 ნანახია: 2968
საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით „ჩირინა“ გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში ხორცპროდუქტების ახალ საწარმოს გახსნის.
საწარმო 2600 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, თუმცა დამხმარე შენობებთან ერთად ის მთლიანობაში 2 ჰა მიწის ფართობს იკავებს. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი ლარია. პროექტის თანადაფინანსება საქართველოს ბანკის, EBRD-ის და პროექტ „აწარმოე საქართველოს“ მიერ 10 მილიონი ლარის მოცულობით განხორციელდა.
„საწარმოს სრული მასშტაბით ამოქმედებას ივლისში ვგეგმავთ, თუმცა, ამ ეტაპზე უკვე მზადდება კონკრეტული პროდუქტები, რომლის რეალიზაციასაც სუპერმარკეტების ქსელებსა და „ბიუ ბიუს“ მაღაზიებში ვახდენთ, სამომავლოდ კი „ბიუ ბიუ გასტრონომის“ საფირმო მაღაზიებში მოვახდენთ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, მომხმარებელს ნედლი ქათმის ხორცისგან დამზადებული ხორცპროდუქტების ფართო ასორტიმენტი შევთავაზოთ. მნიშვნელოვანია, რომ „ჩირინას“ ახალი საწარმო იქნება პირველი ხორცის გადამუშავების საწარმო საქართველოში, რომელსაც აქვს საკუთარი ნედლეულის ბაზა. პირველად ჩვენ გვექნება წარმოება, რომელიც მოახდენს ხორცპროდუქტების ინდუსტრიულ წარმოებას ახალი, ნედლი ხორცისგან“, - განაცხადა ნინო ვაშაკიძემ, „ჩირინას“ დირექტორის მოადგილემ.
„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ბიზნესს, გააფართოვოს საქმიანობა ახალი საწარმოს გახსნით, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. ჩირინას ამ ეტაპზე დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 500 ადამიანი, ამ ციფრებს კი ახალ საწარმოში დასაქმებულთა რიცხვიც შეემატება. საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო დონის სტანდარტებთან. ახალ საწარმოს აქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ მომხმარებელს გამორჩეული გემოვნური თვისებების, ჯანსაღი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი შესთავაზოს. საწარმო საკმაოდ დიდ მასშტაბებზეა გათვლილი. საწყის ეტაპზე წარმოების დღიური წარმადობა 7 ტონა იქნება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას. გვჯერა, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
ინფორმაციისთვის, კომპანია „ჩირინა“ ბაზარზე 2013 წლიდან არის წარმოდგენილი. „ჩირინას“ ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური საწარმოო კომპლექსი აქვს, დღეისათვის მის მფლობელობაშია: სარემონტო-სადედე და ბროილერის ფერმები, კომბინირებული საკვები ქარხანა; ნედლეულის საშრობი ქარხანა, ხორცის დამუშავების საწარმო, ინკუბატორი, ცილოვანი საკვების ქარხანა, წყალგამწმენდი სადგური, ვაშლის ბაღები, ხილის სამაცივრე კომპლექსი, ვეტერინარულ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია "სანა". კომპანია „ჩირინას“ მიერ გახსნილი ბრენდი „ბიუ-ბიუ“ დღეისათვის 60 ფილიალს აერთიანებს და 10 წელზე მეტს ითვლის.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















