როინ მეტრეველი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ჭაობის სიმბოლოა და მთელი ქვეყანა ივანიშვილის რეჟიმს იქით მიჰყავს - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 21:58 | 12.06.2023
ნანახია: 792

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში  მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად როინ მეტრეველის დანიშვნა ლოგიკურია. 

მისივე თქმით, ეგ ინსტიტუცია, რა ფორმითაც არსებობს, თავადა არის საბჭოთა გადმონაშთი, ხოლო "როინ მეტრეველი არის სიმბოლო საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ჭაობის და სწორედ იქით მიჰყავს ივანიშვილის რეჟიმს მთელი ჩვენი ქვეყანა". 

გიგა ბოკერია მთავარი არხის ეთერში გასულ სიუჟეტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთ მომავალს უმზადებს ივანიშვილის რეჟიმი შემდეგ თაობებს. 

"ეს ის არის რასაც უმზადებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენს ქვეყანას - საბჭოთა წარსულს, ბელარუსიზაციას, პუტინიზაციას, კატასტროფას ჩვენი შემდგომი თაობებისთვის".- ამბობს ბოკერია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე