იაპონური ბრენდის ახალი განაცხადი - Mazda CX60 საქართველოშია
საქართველო, თბილისი - 19:04 | 12.06.2023 ნანახია: 3082კიდევ უფრო დახვეწილი და გამორჩეული - „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში ახალი ავტომობილი წარადგინა. „ველნეს კურორტ ბიოლიში“ Mazda-ს პრემიუმ მოდელის CX60-ის შესაძლებლობები პირველად მედიის წარმომადგენლებმა შეაფასეს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე ენახათ ახალი ავტომობილი, გასცნობოდნენ მის შესაძლებლობებსა და დიზაინის სიახლეებს.

Mazda CX60 პრემიუმ კლასის მოდელია, რაც გამოიხატება როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის სხვადასხვა დეტალში, ასევე მძღოლსა და მგზავრებზე ორიენტირებულ მოწინავე ტექნოლოგიებში, უსაფრთხოების სისტემებსა და სხვა ტექნიკურ მახასიათებლებში. Miled Hybrid ვერსიაში პირველად ვხვდებით ახალ 3.3 ექვსცილინდრიან ძრავას. ავტომობილი აღჭურვილია ბენზინის ძრავით, რომელსაც ეხმარება ელექტროგენერატორი, რაც უზრუნველყოფს წვის შემცირებას, უკეთეს აჩქარებასა და მაქსიმალურად ნაკლებ ხმაურს. გარდა ამისა, ბევრად ნაკლებია გამონაბოლქვის დონეც.

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდ დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ საქართველოში იაპონური ბრენდის ახალი მოდელი უკვე წარვადგინეთ. ამ ავტომობილში, პირველად Mazda-ს ისტორიაში, ქროსოვერზე, AWD სისტემაში, ამძრავი და ძირითადი ძალის მიმცემი უკანა თვლებია. სიმძლავრის დარჩენილი ნაწილი ნაწილდება წინა თვლებზე, რაც განაპირობებს სიმძიმის ოპტიმალურ გადანაწილებას ხიდებს შორის. მოგეხსენებათ მსგავსი სისტემები ხშირად გვხვდება სხვა პრემიუმ მწარმოებლებთან. Miled Hybrid ძრავა, ცხადია, ნიშნავს ნაკლებ წვას, ნაკლებ გამონაბოლქვსა და, შესაბამისად, ნაკლებ ზიანს გარემოსათვის.
Mazda მომხმარებლებს სთავაზობს ტექნოლოგიას SKYACTIVE, რომელიც გამოიყენება ავტომობილის დაკიდების სისტემაში, გადაცემათა კოლოფში და რაც მთავარია, ძრავაში. ეს კი განაპირობებს მაღალ სიმძლავრეს, მაქსიმალურ ეფექტიანობას, საწვავის ნაკლებ მოხმარებასა და მცირე გამონაბოლქვს“.

Mazda CX60 აღჭურვილია სახის ამოცნობის ინოვაციური სისტემით, რომელიც ავტომობილის სალონშია დამონტაჟებული. მეხსიერების პაკეტი მანქანებში ახალი სპეციფიკაცია არ არის, თუმცა მაზდას შემთხვევაში ის დაკავშირებული იქნება სახის ამოცნობის სისტემასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი ავტომატურად მიიღებს დამახსოვრებულ კონფიგურაციას მას შემდეგ, რაც მძღოლს ამოიცნობს. ავტომობილის ჩაქრობის შემდეგ ის ავტომატურად გასწევს სავარძელს უკან იმისათვის, რომ მძღოლს მანქანიდან გადმოსვლა გაუადვილოს.

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდ დირექტორი: „აღსანიშნავია, რომ Mazda CX60-ით პრემიუმ ავტომობილების სეგმენტში გადავიდა. ყურადღება დეტალებისადმი, დიზაინის ფილოსოფია, რომელიც Mazda-ს იაპონური მემკვიდრეობიდან გამომდინარეობს, მასალების სელექცია, რომლებიც გამოყენებულია ავტომობილში, მძღოლსა და მგზავრებზე ორიენტირებული უსაფრთხოებისა და სხვა მოწინავე ტექნოლოგიები განაპირობებს იმას, რომ Mazda-ს ეს მოდელი პრემიუმ სეგმენტის ავტომობილების სიას სამართლიანად იკავებს“.
საქართველოს ბაზარზე ამ ეტაპზე Mazda CX60-ის Miled Hybrid და ბენზინის (skyctive) მოდელებია წარმოდგენილი. „მაზდა ცენტრი თეგეტა“ უახლოეს პერიოდში Plug In Hybrid ვერსიის შემოყვანას გეგმავს.
--
„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















