13 ივნისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი

საქართველო, თბილისი - 16:30 | 09.06.2023
ნანახია: 761

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება. 

თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე