საქართველოს ბანკმა და TBSC კონსალტინგმა საქართველოში მეოთხე ბიზნეს ქეისების კონკურსი ჩაატარეს
საქართველო, თბილისი - 13:00 | 09.06.2023 ნანახია: 943
სხარტი, კრეატიული და კრიტიკული აზროვნების მქონე ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკისა და TBSC კონსალტინგის ორგანიზებით, წელს ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი მეოთხედ გაიმართა, რომელში მონაწილეობაც 12 უნივერსიტეტის 400-მდე სტუდენტმა მიიღო.
ღია რაუნდი თბილისსა და ქუთაისში პარალელურად ჩატარდა, სადაც 22 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოვლინდა. ისინი ერთმანეთს მათთვის წინასწარ მიცემული ჰარვარდის ბიზნეს ქეისის ანალიზსსა და საუკეთესო, კრეატიული და ეფექტური რეკომენდაციების შემუშავებაში ეჯიბრებოდნენ.
დავალების ფარგლებში მონაწილეებს ელექტრო საქონლის საბითუმო სავაჭრო კომპანია Jones Electrical Distribution Company-სთვის უნდა შეექმნათ გადაწყვეტა, რომელიც ელექტრო საქონლით ამარაგებდა სამშენებლო კომპანიებს და მომგებიანობის მიუხედავად, გაყიდვების სწრაფი ზრდის გამო ფულადი სახსრების დეფიციტს განიცდიდა. აღნიშნული ქეისის შესწავლამ სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, მოემზადებინათ ფინანსური პროგნოზი და თანაფარდობის ანალიზი, რათა რეკომენდაცია გაეწიათ გადაწყვეტილებებისთვის, არსებული ალტერნატივების საფუძველზე.
საკუთარი იდეები მონაწილეებმა ჟიურის წევრებს წარუდგინეს, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ბანკისა და სხვადასხვა წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები იყვნენ.
პრეზენტაციის შემდეგ, ჟიურიმ 8 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოავლინა, რომლებიც 24 ივნისს ფინალურ ტურში მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდები ფულადი პრიზებით - 11 000, 6 000 და 3 000 ლარით - დაჯილდოვდებიან.
„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ახალგაზრდების მხარდაჭერას და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ისეთი ინიციატივების განხორციელების პროცესში, რომელიც სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. ერთ-ერთ ასეთ პროექტს ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში, სტუდენტები მუშაობენ ისეთ ბიზნეს ქეისებზე, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები საკუთარ სასწავლო პროცესებში იყენებენ, შესაბამისად, ისინი იღებენ მნიშვნელოვან ცოდნას და ივითარებენ საჭირო უნარ-ჩვევებს. ამასთან, ქეისებზე მუშაობის დროს ისინი ირგებენ სხვადასხვა კომპანიაში გადაწყვეტილების მიმღები პირების როლს და მუშაობენ განსხვავებულ სცენარებზე, რათა შეიმუშაონ კომპანიის წინაშე არსებული გამოწვევის გადაჭრის ყველაზე ეფექტური და ოპტიმალური გზა“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის და TBSC კონსალტინგის თანამშრომლობის ფარგლებში, ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი ყოველწლიურად იმართება. კონკურსში მონაწილეობა უკვე 1000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















