17:30 - საათამდე ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

საქართველო, თბილისი - 15:53 | 10.03.2016
ნანახია: 1534

ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ხიდზე ასფალტის საფარის დაგების გამო, დღეს 15:30 - დან 17:30 - მდე ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მეტროს მიმართულებით.

მერიის ინფორმაციით, საპირისპირო მიმართულებით გადაადგილება შეზღუდვის გარეშე იქნება შესაძლებელი. ხიდის სავალ ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 მარტს დასრულდება და ორმხრივი მოძრაობა სრულად აღდგება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე