კანადის პროვინციებში ტყის ხანძრები მძვინვარებს

საქართველო, თბილისი - 13:14 | 08.06.2023
ნანახია: 997

კანადის უმეტეს პროვინციაში ტყის ხანძრები მძვინვარებს, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. იუწყება Reuters.

მასშტაბური ხანძრის შედეგად ყველაზე მეტად კვებეკის პროვინცია დაზარალდა. მედიის ცნობით, კვებეკის პროვინციიდან ამჟამად დაახლოებით 12 000 ადამიანია ევაკუირებული.

კვებეკის პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ლეგოტის თქმით, ამჟამად შესაძლებელია ცოცხალი ძალებით ერთდროულად 40 ხანძარს ებრძოლონ, მაგრამ ქვეყანაში150 ხანძარია

ლეგოტის თქმით, დაახლოებით 520 მეხანძრეა ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული და იმედოვნებენ, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში კიდევ 500 მეხანძრე შეუერთდება აშშ-დან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და მექსიკიდან.

მედიის ცნობით, კანადაში ამ დროისთვის 3,3 მილიონი ჰექტარი უკვე დაიწვა, 120 000-ზე მეტი ადამიანი კი იძულებულია, დროებით დატოვოს საკუთარი სახლი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე