სრულად ელექტრო Volvo EX30 SUV-ის მსოფლიო პრემიერა
საქართველო, თბილისი - 15:56 | 07.06.2023 ნანახია: 3084
შვედური ავტოგიგანტი სრულად ელექტრო Volvo EX30-ის მსოფლიო წარდგენისთვის ემზადება. პრეზენტაცია დღეს მილანში, საქართველოს დროით 15:30-ზე გაიმართება. ახალი მოდელის ხილვა ლაივსტრიმის მეშვეობით მთელ მსოფლიოში იქნება შესაძლებელი. Volvo EX30 ბრენდის მოდელებს შორის ყველაზე პატარა SUV-ია, თუმცა, ამის მიუხედავად, მისი შესაძლებლობები შთამბეჭდავია. შეიძლება ითქვას, რომ ის არის ყველაზე ეკომეგობრული ავტომობილი ვოლვოს ისტორიაში, მინიმუმამდე შემცირებული გამონაბოლქვით. ახალი EX30 SUV-ის შემთხვევაში ნახშირბადის გამოყოფა 25%-ით არის შემცირებული ვოლვოს სრულად ელექტრიფიცირებულ C40 და XC40 მოდელებთან შედარებით.

ჯიმ როუანი, ვოლვოს აღმასრულებელმა დირექტორი: „Volvo EX30-ით ჩვენ მიზნად დავისახეთ, პრემიუმ ხარისხის ელექტროგადაადგილება ბევრად უფრო ფართო აუდიტორიას შევთავაზოთ. ვიცით, რომ ელექტრომობილებზე გადასასვლელად ექსპლუატაციის ხარჯები და ღირებულება კვლავ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ამ ავტომობილით გვინდა, ხაზი გავუსვათ იმას, რომ EX30 არის პატარა, მაგრამ ძლიერი ავტომობილი, ის გთავაზობთ ყველაფერს, რაც Volvo-სგან გსურთ, მაგრამ უფრო მცირე ფორმატში. ვოლვოს ნებისმიერი მოდელის მსგავსად, ის უსაფრთხოა და შექმნილია ადამიანებისა და მათი საჭიროებების გათვალისწინებით“.
ვოლვოს წარმომადგენლების თქმით, მათ სტრატეგიულ ტრანსფორმაციაში EX30 კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ბრენდის სტრატეგიაა, 2025 წლისთვის ჯერ 40 პროცენტით შეამციროს CO2-ის გამონაბოლქვი, ხოლო 2040 წლისათვის კლიმატის თვალსაზრისით ნეიტრალურ კომპანიად იქცეს.
ემისიების შემცირებაზე საუბრისას აღსანიშნავია ისიც, რომ პატარა ავტომობილის დასამზადებლად ნაკლები მასალაა საჭირო. სწორედ ალუმინი და ფოლადია ის ორი ყველაზე დიდი მიზეზი, რომლებსაც CO2-ის გამოყოფა უკავშირდება. იგივეა მიდგომა სალონისა და ფუნქციონალის შემთხვევაშიც. ვოლვოს დიზაინერებმა Volvo EX30-ის რამდენიმე ფუნქცია გააერთიანეს ერთ კომპონენტში. ეს კი, თავის მხრივ, ავტომობილში საჭირო ნაწილების რაოდენობას ამცირებს.

დამცავი სისტემები
EX30 აღჭურვილია ვოლვოს უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით.
მაგალითად, მას აქვს უსაფრთხოების სპეციალური ფუნქცია ველოსიპედებისათვის, რომელიც ეხმარება, თავიდან აიცილოს ეგრეთ წოდებული „კარის გამოღებისას“ ავარიები.
ასეთი ინციდენტების შესამცირებლად Volvo EX30 აღჭურვილია კარის გაღების სიგნალით, რომელიც მძღოლს გამაფრთხილებელი სიგნალით მოსალოდნელ საფრთხეზე მიანიშნებს. კარის გაღების გაფრთხილება ვოლვოს Safe Space ტექნოლოგიის ერთ-ერთი მახასიათებელია.
სიმშვიდის შეგრძნება
EX30-ს მოჰყვება ციფრული გასაღების ფუნქციაც, რაც საკმაოდ მოსახერხებელია და აადვილებს ავტომობილის სხვებთან გაზიარებას. აგებულია რა UWB და CCC ინდუსტრიის მოწინავე სტანდარტებზე, მისი ტექნოლოგია თავსებადი იქნება ტელეფონების ბრენდებისა და მოდელების ფართო სპექტრთან.
ახალი მოდელისთვის შექმნილი აპლიკაცია მოიცავს ავტომობილთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის მომსახურებას, დაწყებული დატენით, დამთავრებული სავსე ავტოსადგომზე თქვენი მანქანის პოვნით.

დიზაინი
EX30-ში წარმოდგენილია ვოლვოს დიზაინის ყველა ღირებულება, თუმცა უფრო მცირე ფორმატში. ღერძებს შორის დიდი მანძილი, დიდი ბორბლები და თანაბარი შვერილები ექსტერიერს დაბალანსებულსა და დახვეწილს ხდის. ის ერთმნიშვნელოვნად ელექტრომობილია, თავდაჯერებული ექსტერიერით, დახურული ფარით და Thor's Hammer-ის ფარების ციფრული გამოსახულებით; ექსტერიერის ხუთი მკვეთრი ფერით, ელეგანტური ღია ლურჯიდან ნათელ და ექსპრესიულ მკვეთრ ყვითლამდე.
ბატარეის საჭიროებებზე მორგებული ტექნიკური მახასიათებლები
მომხმარებელს შეუძლია, აირჩიოს ბატარეის ტექნოლოგია, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება მის მოთხოვნებს. EX30-ს გთავაზობთ სამი ელექტროტრანსმისიის ვარიანტით და ორი განსხვავებული ტიპის ბატარეით, რაც ასევე საშუალებას გვაძლევს, შემოგთავაზოთ მიმზიდველი ფასი EX30-ის ბაზარზე წარმოდგენისთვის.
თუ დროის უმეტეს ნაწილს ქალაქში ატარებთ ან უფრო მოკლე მანძილებს გადიხართ დამუხტვებს შორის, ვოლვო გთავაზობთ ერთძრავიან ვარიანტს LFP ბატარეით. LFP სტანდარტული დიაპაზონის ბატარეა, რომელიც ლითიუმის რკინის ფოსფატის ქიმიურ შენაერთს იყენებს, უფრო ეკონომიურია და საწარმოებლად ნაკლებ რესურსს მოიხმარს, რაც ნიშნავს იმას, რომ ის საუკეთესო ვარიანტია, თუ მაქსიმალური დიაპაზონი არ გჭირდებათ.
თუ თქვენ გირჩევნიათ დიაპაზონის მაქსიმალური გაზრდა - NMC გაფართოებული დიაპაზონის ბატარეით, EX30 უდავოდ თქვენი არჩევანი გახდება. NMC აკუმულატორი შეიცავს ლითიუმს, ნიკელს, მანგანუმსა და კობალტს და თავის ენერგიას უფრო ეფექტურად გამოიმუშავებს, ვიდრე LFP ვარიანტი. ეს ერთძრავიანი, გაფართოებული დიაპაზონის მქონე ვარიანტი აკუმულატორის დამუხტვებს შორის 480 კმ-ამდე მანძილის გავლის საშუალებას გაძლევთ.
დაბოლოს, თუ ფუნქციონალი თქვენი პრიორიტეტია, აირჩიეთ Twin Motor Performance ვარიანტი, რომელშიც გათვალისწინებულია NMC აკუმულატორი დამატებით მეორე ელექტროძრავთან. EX30-ის ეს სრულამძრავიანი ვარიანტი უზრუნველყოფს 315 კვტ (428 ცხ.ძ.) და 0-100 კმ/სთ-დან 3.6 წამში აჩქარებს - ის ოფიციალურად არის ჩვენი ყველაზე სწრაფად აჩქარებადი მანქანა ვოლვოს ისტორიაში.
EX30 გამოირჩევა სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობით. გაფართოებული დიაპაზონის Twin Motor ვარიანტს აქვს დატენის სიმძლავრე 153 კვტ-მდე, ხოლო სტანდარტული დიაპაზონის ავტომობილს - 134 კვტ სიმძლავრე. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ, თქვენი აკუმულატორი 10-დან 80 პროცენტამდე დამუხტოთ 25 წუთზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში. მანქანის ცენტრალური ეკრანისა და აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია, დააყენოთ ამპერაჟი, დამუხტვის მაქსიმალური დონე და თავად განსაზღვროთ, როდის გსურთ დამუხტვის დაწყება.
მოსახერხებელი ზომით, ჭკვიანი ტექნოლოგიითა და სხვადასხვა კონფიგურაციით Volvo EX30 შექმნილია მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის.
Volvo EX30 დღეიდან ხელმისაწვდომი გახდება შერჩეულ ბაზრებზე.
შვედური ბრენდის მოლოდინია, რომ მომდევნო წლებში EX30 ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი იქნება. ამის მიზეზი კი მომხმარებლების მხრიდან გლობალურად მზარდი მოთხოვნაა მცირე, სრულად ელექტრიფიცირებულ პრემიუმ SUV-ებზე.
--
გასულ წელს Volvo Car Group-ის საოპერაციო მოგებამ 22.3 მილიარდი შვედური კრონი შეადგინა. გლობალური მასშტაბით ვოლვოს 615,121 ავტომობილი გაიყიდა და შემოსავალმა 330,1 მილიარდ შვედურ კრონს მიაღწია.
სკანდინავიური ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. კავკასიის რეგიონში კი მას ,,ვოლვო ქარ კავკასია“ წარმოადგენს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
- ირანის ელჩმა თავზე დაგვახურა ქვეყანას სამჯერ ზედიზედ და ერთი კომენტარი მაინც ნახეთ? ჰერჩინსკიმ ჩვეულებრივი კომენტარი გააკეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ - ზურაბ ჯაფარიძე
- ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს
საზოგადოება
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
- დღეს აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზეს, უნიკალურობას, დედაენის დღეს ვულოცავთ ქართველ მეგობრებს - აშშ-ის საელჩო
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
- ერთ დღეს, უკრაინაში, ეს ომი დასრულდება და ისტორია იკითხავს, ვინ რა გააკეთა, ვინ იმოქმედა და ვინ აირჩია სიმამაცე, უკრაინამ უკვე გასცა პასუხი - პრინცი ჰარი
- ევროკავშირი, ვიქტორ ორბანის წასვლის შემდეგ, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესს აჩქარებს - Politico
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
- Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
- ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
- Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















