„მაესტრო“ მე-9 არხის შენობაში განთავსდება?

საქართველო, თბილისი - 15:50 | 10.03.2016
ნანახია: 1490

,,მაესტროს“ განთავსებისთვის მე-9 არხის შენობაც განიხილება, - ამის შესახებ "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ტელეკომპანიის გაკოტრებასთან დაკავშირებული სარჩელის სასამართლოდან გამოტანასთან დაკავშირებით. 

გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ დღეიდან მისი ფინანსური თანაშემწე დოკუმენტაციის გადაბარებას დაიწყებს.
"დღეს მინდა თემურ გაჩეჩილაძეს გავაცნო ჩემი ფინანსური თანაშემწე, რომელიც დაიწყებს საბუთების გადაბარებას", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე