ნიკა გვარამია არის კლასიკური გაგებით პოლიტპატიმარი, ამიტომ „რუსულ ოცნებას“ სჭირდება უსიტყვოდ მათი ინსტრუქციების შემსრულებელი მოსამართლეები - პეტრე ცისკარიშვილი
საქართველო, თბილისი - 16:31 | 05.06.2023 ნანახია: 776ნიკა გვარამია არის კლასიკური გაგებით პოლიტპატიმარი. ამიტომ, „რუსულ ოცნებას“ სჭირდება უსიტყვოდ მათი ინსტრუქციების შემსრულებელი მოსამართლეები და ამ ნიშნით იქნა შერჩეული დასანქცირებული მოსამართლის სიძე მოსამართლეთა კოლეგიაში, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტრის ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლეთა კოლეგიაში ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლის სიძე შეირჩა.
„ნიკა გვარამია არის კლასიკური გაგებით პოლიტპატიმარი. მოსამართლეთა კორპუსის 100-ვე პროცენტი არ ემორჩილება, არ ემსახურება და არ არის „რუსული ოცნების“ მონობაში. გასაგებია, რომ ისინი ცდილობენ ყველაზე წნეხი განახორციელონ, მაგრამ არიან კიდევ ერთეული მოსამართლეები, რომლებიც საკუთარი რწმენის, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იღებენ გადაწყვეტილებებს. ამიტომ, ნიკასნაირ მართლა კლასიკური გაგებით პოლიტპატიმრებზე სჭირდებათ უსიტყვოდ მათი ნება-სურვილის და ინსტრუქციების შემსრულებელი მოსამართლეები და ამ ნიშნით იქნა შერჩეული დასანქცირებული მოსამართლის სიძე მოსამართლეთა კოლეგიაში,“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
მსოფლიო
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს