ქართველ ხალხს სისხლში აქვს ევროპული ღირებულებები - შარლ მიშელი

საქართველო, თბილისი - 20:00 | 30.05.2023
ნანახია: 465

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მიშელი წერს, რომ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საერთო ევროპული მომავლის მიმართ.

„ქართველ ხალხს სისხლში აქვს ევროპული ღირებულებები. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის მიმართ. საკვანძო პრიორიტეტებში კონკრეტული პროგრესი გადამწყვეტია ევროკავშირის ოჯახისკენ თქვენს გზაზე“, – წერს შარლ მიშელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე