დაიწყე ავტომობილის მომზადება ზაფხულისთვის - შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“
საქართველო, თბილისი - 14:22 | 24.05.2023 ნანახია: 2378
ზაფხულის ცხელ დღეებს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ახალი და მრავალფეროვანი შეთავაზებებით ხვდება. იაპონური ბრენდის ავტომობილების მფლობელები მაისსა და ივნისში გაყიდვების შემდგომ მომსახურებაზე განსაკუთრებული ფასებით ისარგებლებენ.
25, 26 და 27 მაისს 40%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს ძრავის ზეთსა და ფილტრზე.
29 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით კი 15%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს კონდიცირების სისტემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ნაწილსა და მომსახურებაზე.
ავტომობილზე ზრუნვა მხოლოდ მისი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფით არ სრულდება. სწორედ ამიტომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ 23 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით სამღებრო სათუნუქე მიმართულებით ნებისმიერ ნაწილზე, მომსახურებასა თუ აქსესუარზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.
ავტომობილის ვიზუალური დაზიანებისა და ნაკაწრებისგან დასაცავად კი „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ უმაღლესი ხარისხის ფირების გადაკვრასა და მინების დაბურვის სერვისზე სპეციალურ ფასსა და დამატებით 15 %-იან ქეშბექს გთავაზობთ.
შეთავაზებებით სარგებლობისას „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ სერვისცენტრში თქვენს ავტომობილზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ აქციები ივნისში ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ავტომობილის შეძენის დროსაც იმოქმედებს.
მომხმარებლები, რომლებიც ისარგებლებენ ტოიოტასა და თიბისის ექსკლუზიური სალიზინგო პროდუქტით, ტოიოტა იზი ან ტოიოტა ფლექსით, მიიღებენ სპეციალურ ფასს შემდეგი მოდელების შეძენისას: Toyota C-HR, COROLLA, YARIS CROSS და CAMRY HYBRID.
სპეციალური შეთავაზება იმოქმედებს CARMRY HYBRID-ის ლიზინგის გარეშე შეძენის შემთხვევაშიც. ტოიოტას ერთ-ერთი გამორჩეული მოდელის შეძენისას, მომხმარებელი „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“ საჩუქრად 300 ლიტრ საწვავსა და პირველ გეგმურ მომსახურებას მიიღებს. Toyota COROLLA-ს შეძენისას კი სასტუმრო „ახალი საირმის“ 2-კაციანი საგზურით დასაჩუქრდება.
--
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
პოლიტიკა
- დადგება დრო, როდესაც თქვენ, არჩევნების გზით მოგიწევთ ხელისუფლებიდან გამგზავრება, როგორც ეს თქვენი და სააკაშვილის საერთო მეგობარს, ვიქტორ ორბანს მოუწია, რომელიც „მამლის ყივილამდე“ ორთავე პოლიტიკურმა პარტიამ უარყავით - გიორგი შარაშიძე
- უნგრეთის მომავალმა პრემიერმა განაცხადა, რომ გააგრძელებს საქართველოსთან მეგობრობას, ჩვენს ადგილობრივ ოპოზიციას ილუზიები დაუმსხვრია და მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა - ლევან მახაშვილი
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
- დღეს აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზეს, უნიკალურობას, დედაენის დღეს ვულოცავთ ქართველ მეგობრებს - აშშ-ის საელჩო
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















