ერთი რამ, რაც უცვლელია, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ყველაფერს გავაკეთებთ მის დასაცავად - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 13:57 | 22.05.2023
ნანახია: 386

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება საჭირო არ არის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია, რომელიც ახლა მოითხოვს ამას, თავის დროზე ქვეყანაში რუსი ტურისტების ჩამოსვლას მიესალმებოდა.

„მე ვფიქრობ, რომ არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო. ამ შემთხვევაში გავიმეორებ მშვილდაძის, ხოშტარიას, სააკაშვილის სიტყვებს, რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩამოვიდნენ  ბიზნესკომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულები, არანირი პრობლემა არ არის. ერთი რამ რაც უცვლელია, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ყველაფერს გავაკეთებთ მის დასაცავად“, - განაცხადა თბილისის მერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე