თბილისში, ართვინის ქუჩაზე ფერდობის გამაგრებითი სამუშაოების დროს 2 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 18:59 | 14.05.2023
ნანახია: 1369

სვანეთის უბნის დასახლებაში ფერდობის გამაგრებითი სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა. უხვი ნალექის გამო საჭირო გახდა ფერდობის ნაწილის ბეტონის კონსტრუქციით გამაგრება. სამუშაოების დროს ფერდობი ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა. შემთხვევა ართვინის ქუჩაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გამაგრების სამუშაოები დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით ხორციელდებოდა. ცხედრები ექპერტიზაზე გადაასვენეს. ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ფოტო: მთავარი არხი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე