Wings for Life World Run – საქველმოქმედო მარათონში „თეგეტას“ 200-ამდე თანამშრომელი ჩაერთო
საქართველო, თბილისი - 19:37 | 08.05.2023 ნანახია: 1011
Wings for Life World Run-ის ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო რბენას სამწლიანი პაუზის შემდეგ ისევ კახეთმა უმასპინძლა. „თეგეტა ჰოლდინგის“ 200-ამდე თანამშრომელმა, მსოფლიოსთან ერთად, მეათე საიუბილეო გარბენში მიიღო მონაწილეობა და საკუთარი ჩართულობით სამედიცინო კვლევების დაფინანსებაში შეიტანა წვლილი. „თეგეტას“ გუნდიდან, მამაკაცებში ყველაზე მეტი ვახტანგ ლობჟანიძემ გაირბინა. „თეგეტა მოტორსის“ მთავარმა მექანიკოსმა 15 კმ დაფარა. ქალებს შორის კი საუკეთესო შედეგი „თეგეტა მოტორსის“ საოპერაციო მენეჯერს, ლელა ნიკოლაძეს ჰქონდა. მან 8.75 კმ ირბინა.
Wings for Life World Run-ის სასტარტო სიგნალი, საქართველოს დროით ზუსტად 15 საათზე ექვს კონტინენტზე ერთდროულად გაისმა. ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ 5000-ზე მეტი მონაწილე მსოფლიო მარათონს შეუერთდა.
საფინიშო მანქანის ფუნქცია წელს Mazda CX5 და Mazda CX30 მოდელებმა შეასრულეს. იაპონური ბრენდის ოფიციალური დილერი საქართველოში „მაზდა ცენტრი თეგეტაა“, რომელიც Wings for Life World Run-ის მხარდამჭერი წელს პირველად გახდა. კომპანიის თანამშრომლებს უკვე წლებია თავიანთი წვლილი შეაქვთ ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების ძიებაში.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტა, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მსოფლიო მარათონს ყოველ წელს უერთდება. თუმცა წელს ჩვენი ჩართულობა კიდევ უფრო მასშტაბური იყო. მონაწილეობის სურვილი თეგეტას გუნდის 200-ამდე წევრმა გამოთქვა და შეუერთდა საქველმოქმედო მარათონს მძიმე დაავადების დასამარცხებლად. მონაწილეობის გარდა, წელს უფრო აქტიურად ჩაერთო თეგეტას შვილობილი კომპანიაც „მაზდა ცენტრი თეგეტა“ და ჩვენთან ერთად ღონისძიების პარტნიორია“.
Wings for Life World Run საერთაშორისო საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელსაც უნიკალური ფორმატი აქვს. მასში, პროფესიონალ მორბენალებთან ერთად, მოყვარულები, ასევე ეტლით მოსარგებლე ადამიანები მონაწილეობენ. მარათონს არ აქვს ფინიშის ხაზი, შეუზღუდავია დროც. მარათონში მონაწილეობა ფასიანია. შემოსული თანხა, ასევე კორპორაციული შემოწირულებები სრულად ირიცხება Wings For Life-ის ფონდში, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარებას უზრუნველყოფს.
წელს მარათონს 158 ქვეყნიდან 206 728 მონაწილე ჰყავდა. საერთო ჯამში, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებისათვის 5.8 მილიონი ევრო შეგროვდა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















