5 ივლისის საქმეზე, პირველი არხის ოპერატორზე ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულ ორ პირს ბრალი დაუმძიმდა
საქართველო, თბილისი - 19:36 | 08.05.2023 ნანახია: 1545
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე, საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულ ორ პირს ბრალი დაუმძიმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მოსამართლე ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებით, ილია თვალიაშვილის ეპიზოდზე მსჯავრდებულ პირებს ძალადობაზე შეფარდებული სასჯელი დაუმძიმდათ და 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით. სასამართლომ ერთი მსჯავრდებული გიორგი მაღრაძე სხდომათა დარბაზში დააკავა, ხოლო გიორგი წარუაშვილი ძებნილად გამოცხადდება.
„თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს იმას, რომ წარმოდგენილი შვიდი ბრალდებულიდან ორ ბრალდებულს დაუმძიმდა ბრალდება. მათ შეეფარდათ სასჯელის სახედ სამ-სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. საქმე ეხება ილია თვალიაშვილის ეპიზოდს, სადაც წარმოდგენილ ორ მსჯავრდებულს შეფარდებული ჰქონდა ერთი წლით და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულების სახით სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და გამოიკვლია აღნიშნული მტკიცებულება, ბრალდების მხარემ შესაბამისი სააპელაციო საჩივრიდან გამომდინარე მოითხოვა წარდგენილ ბრალდებებში, რაც გულისხმობდა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, დამნაშავედ ყოფილიყო ცნობილი ზემოთ აღნიშნული პირები. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და თითოეულ მათგანს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ერთ-ერთი პირი, გიორგი მაღრაძე, რომლიც იმყოფებოდა სხდომათა დარბაზში, ადგილზე დააკავეს, ხოლო მეორე პირი გიორგი წარუაშვილი არ გამოცხადდა და მის მიმართ გატარდება შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები“,- განაცხადა საქმის პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ეპიზოდზე კიდევ ხუთი მსჯავრდებული პირის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დაუტოვა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















