სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 11:56 | 28.04.2023
ნანახია: 1120

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო.

ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას დღეს გაეგზავნა“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში .




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე