იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის დღის წესრიგი, უსაფრთხოების გამოწვევები და პარტნიორობის საკითხები - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 23:23 | 25.04.2023
ნანახია: 1146

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას ტვიტერში ეხმაურება.

პრემიერი ხაზს უსვამს, რომ საქართველო და ნატო საიმედო პარტნიორები არიან.

„ბრიუსელში ჩემი ვიზიტის ფარგლებში, შესანიშნავი შეხვედრა მქონდა იენს სტოლტენბერგთან. საქართველო და ნატო საიმედო პარტნიორები არიან. განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის დღის წესრიგი, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და მომავალი პარტნიორობის საკითხები”, – აღნიშნავს მთავრობის მეთაური.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე