მიხეილ სააკაშვილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო - “პრომეთეს ჯილდო” გადაეცემა

საქართველო, თბილისი - 11:05 | 11.04.2023
ნანახია: 1121

14 აპრილს მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო “პრომეთეს ჯილდო” თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„14 აპრილს მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო “პრომეთეს ჯილდო” თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. ვარშავაში დაჯილდოებაზე მოწვეულია დელეგაციები უკრაინიდან, საქართველოდან და საფრანგეთიდან. ასევე, პოლონეთის ხელისუფლება იქნება წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე“, - ნათქვამია ფეისბუქში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე