ქუჩაში ვართ გამოსასვლელები, ჩვენი ძმები, შვილები, ბაბუის თაობის ადამიანები იხდიან სასჯელს მექრთამე მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენით - თაკო ჩარკვიანი
საქართველო, თბილისი - 17:46 | 06.04.2023 ნანახია: 1189
ქუჩაში ყველანი გამოსასვლელები ვართ. არ აქვს მნიშვნელობა, რა რიცხვი იქნება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ძმები, შვილები, ჩვენი ბაბუის თაობის ადამიანები ამ წამს იხდიან სასჯელს უსამართლოდ გასამართლებული მექრთამე მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენით, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
„მივმართავ პატიმრების ოჯახებს, ყურადღებით იყვნენ, ჩვენ ახლა ყურადღებით მუშაობა გვმართებს. საქმეები გადასახედია. არასდროს წინააღმდეგი არ მივდივარ საგამოძიებო კომისიის შექმნის, მაგრამ ეს საგამოძიებო კომისიები დროში იწელება. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ხელშია ადამიანთა ბედ-იღბალი. ეს ადამიანები გასამართლებული ჰყავთ ამ მექრთამე, კორუმპირებულ და უკვე დასანქცირებულ მოსამართლეებს. ამიტომ შემოვიტანე 10 თვის წინ კანონპროექტი საყოველთაო ამნისტიის შესახებ. ეს დოკუმენტი დასამუშავებელია.
ქუჩაში ყველანი გამოსასვლელები ვართ. არ აქვს მნიშვნელობა, რა რიცხვი იქნება. 9 აპრილსაც, როდესაც დამოუკიდებლობის დღეა და ეს არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის, ეკუთვნის ყველა იმ დაჩაგრულ პარტიას, ყველა მოქალაქეს, რომელმაც საკუთარ თავზე გადაიტანა მექრთამე მურუსიძის კლანის უსამართლობა. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ძმები, შვილები, ჩვენი ბაბუის თაობის ადამიანები ამ წამს იხდიან სასჯელს უსამართლოდ გასამართლებული მექრთამე მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენით.
მურუსიძეს როდესაც ვაპროტესტებდი, ყოფილი ხელისუფლების დროს ის მურუსიძე რიგითი იყო, დღეს პირველი კაცი გახლავთ ამ კლანში. ამიტომ ვეღარ მიხდბა ისე, როგორც თქვენ გნებავთ. მშვიდად და წყნარად იფიქრეთ ხელისუფლების გადმობარებაზე. კიდევ ერთხელ არ აგაფეთქებინებთ საქართველოს კონსტიტუციას. ის ბიჭი კი არ უნდა იყოს დაკავებული, რომელსაც „მოლოტოვის კოქტეილის“ აფეთქებაზე მექრთამე მოსამართლეების განაჩენით ზის, არამედ თქვენ უნდა მოგეთხოვოთ პასუხი, ყოველდღე ნაღმს რომ დებთ და აფეთქებთ საქართველოს კონსტიტუციის. ეს არის კლანი. დასანქცირებულმა მოსამართლეებმა გაგვისამართლეს თაობები. სისტემა თავზე ჩამოლეწილია, რა საგამოძიებო კომისია უშველის ამას. ხელს ვაწერ, მაგრამ დროში იწელება. ამ დროს ადამიანები იხდიან სასჯელს ბინძური, კლანური და კორუმპირებული მოსამართლეების გამოტანილი სასჯელით. ამიტომ, დიდ შერიგებაზე ვიფიქროთ და საყოველთაო ამნისტია დიდი შერიგება იქნება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
პოლიტიკა
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
- მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე
საზოგადოება
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
მსოფლიო
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
- ტრამპის განცხადება პასუხსაც არ იმსახურებს - ემანუელ მაკრონი
- დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა - დონალდ ტრამპი
- ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















