თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართა

საქართველო, თბილისი - 20:58 | 02.04.2023
ნანახია: 311

თბილისში, უთანასწორობის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტერორის წინააღმდეგ ქალთა სოლიდარობის მარში ჩატარდა. მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის წინ დაიწყო და დედაენის ბაღში დასრულდა.

ქალთა სოლიდარობის მსვლელობის მონაწილეები ითხოვენ, შეწყდეს ქალთა მიმართ სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობა და უპირობო მხარდაჭერას უცხადებენ ძალადობით მართული ძალაუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ყველა ქალს.

მარშის მონაწილეები მოუწოდებდნენ პოლიტიკოსებს, საჯაროდ გაემიჯნონ ქალთა მიმართ ძალადობას.

ქალთა სოლიდარობის მარშზე იმყოფებოდა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანიც.

ფოტო: რადიო თავისუფლება




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე