PSP ჯგუფი, თურმე, ჩემი არ ყოფილა. ბატონო ირაკლი, პასუხი იხილეთ ჩემს პირად FB გვერდზე - კახა ოქრიაშვილი ირაკლი კობახიძეს

საქართველო, თბილისი - 20:58 | 28.03.2023
ნანახია: 842

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ PSP ჯგუფი, რომლის შენებაც დავიწყე 30 წლის წინ და ვაქციე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთგვარ ბრილიანტად, თურმე, ჩემი არ ყოფილა. - ამის შესახებ „პროგრესის და სამართლის“ ლიდერი კახა  კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ PSP ჯგუფი, რომლის შენებაც დავიწყე 30 წლის წინ და ვაქციე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთგვარ ბრილიანტად, კომპანია, სადაც დასაქმებულია 8 000-ზე მეტი ადამიანი, კომპანია, რომელიც 50 მილიონ ლარზე მეტ გადასახადს იხდის საქართველოს ბიუჯეტში ყოველწლიურად, თურმე, ჩემი არ ყოფილა. ბატონო ირაკლი, მტყუანის დ.შ...

ჯერ კიდევ ველი პრემიერ-მინისტრის მიერ, ორი დღის წინ, ჩემს მიმართ გაჟღერებულ ტყუილზე, ონკოლოგიური მედიკამენტების ფასების მომატებასთან დაკავშირებით, ცრუ ბრალდების უარყოფას და ბოდიშს!“, - წერს კახა ოქრიაშვილი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე