საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება, რატომ არის სააკაშვილის თვითდაზიანებაში ჩართული მისი ოჯახი - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 13:11 | 23.03.2023
ნანახია: 515

თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია თავად პატიმარი, ეს ასეა ნებისმიერ პენიტენციურ სისტემაში, სახელმწიფო სტრუქტურები პასუხისმგებლები არიან ზრუნვაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების საკითხში ჩართულია მისი ოჯახიც.

„ასევე, თვითდაზიანებაზე არის პასუხისმგებელი უშუალოდ პატიმრის ოჯახი, რომელსაც არასათანადო კალორაჟის საკვები შეაქვს პატიმართან, ეს არის გაუგონარი მოვლენა, ამაზე საზოგადოებამაც უნდა გაამახვილოს ყურადღება, საერთაშორისო პარტნიორებმაც, რატომ არის თვითდაზიანებაში ჩართული ოჯახი“, – აღნიშნა კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე