კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:11 | 20.03.2023
ნანახია: 1134

კახეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავდა, მათ შორი ერთი 7 წლის ბავშვია.

შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. მსუბუქ ავტომობილს, რომლითაც ოჯახი მგზავრობდა,  ტრაილერი შეეჯახა. ქალი ადგილზე  გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდნენ მისი 7 წლის შვილი და მეუღლე.

დაშავებულები გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს სამკურნალოდ  თბილისში გადაიყვანენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე