"აგენტების“ კანონის გაწვევასთან ერთად, „რუსული ოცნების“ მაღალჩინოსნების რიტორიკა უაღრესად აგრესიული გახდა - კახა ოქრიაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:21 | 13.03.2023
ნანახია: 783

„აგენტების“ რუსული კანონის გაწვევასთან ერთად, „რუსული ოცნების“ მაღალჩინოსნების რიტორიკა უაღრესად აგრესიული გახდა, - ამის შესახებ „პროგრესის და სამართლის“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქართველი ერის და საქართველოს მომავლის მეტრია.

„აგენტების“ რუსული კანონის გაწვევასთან ერთად, „რუსული ოცნების“ მაღალჩინოსნების რიტორიკა უაღრესად აგრესიული გახდა. ახალი მესიჯბოქსით, ისინი ემუქრებიან ქართველ ხალხს და ჩვენს ახალგაზრდობას. ფეხებს ვერავის მოსჭამთ!

ზუსტად ის, ვინც აშინებს საკუთარ ხალხს, შიშის მეშვეობით სურს წაართვას ღირსება და აცხოვროს ფინანსურ, თუ სხვა სახის მონობაში, არის ჩვენი ერის მტერი. დიახ, „ოცნება“ არის ქართველი ხალხის, საქართველოს მომავლის მტერი!

მსურს და მჯერა, რომ ამ დამნაშავეობრივ დაჯგუფებას არაძალადობრივად, მშვიდობიანად და უსისხლოდ გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან.

ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!“, - ამბობს კახა ოქრიაშვილი.   




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე