„უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური გზის გაგრძელებას - რასა იუკნევიჩიენე

საქართველო, თბილისი - 10:16 | 08.03.2023
ნანახია: 802

„უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური გზის გაგრძელებას, - ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს პარლამენტში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვის საკითხთან დაკავშირებით „ტვიტერში“ წერს.

„საქართველო ეკუთვნის ევროპას. „უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური გზის გაგრძელებას.

ჩემი თხოვნა საქართველოში ყველა პასუხისმგებლიან პოლიტიკოსს, განსაკუთრებით მმართველი პარტიიდან – გთხოვთ, მოუსმინეთ თქვენს ხალხს. ნუ ჩაშლით თქვენი ქვეყნის მომავალს”, – წერს ევროპარლამენტის წევრი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე