ვიდრე პერსონალური შავი დღე დაუდგა ვინმეს, გაიწვიონ ეს კანონი - თამარ კორძაია

საქართველო, თბილისი - 01:13 | 08.03.2023
ნანახია: 468

ვიდრე პერსონალური შავი დღე დაუდგა ვინმეს, იქამდე მიიღონ გადაწყვეტილება და გაიწვიონ ეს კანონი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ უცხოეთის აგენტების შესახებ რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

„სწორედ ეს არის, რაც აშინებს „ქართულ ოცნებას“. გვესმის, რომ არ აინტერესებთ საქართველოს მოქალაქეები, საკუთარი ამომრჩეველი, მაგრამ მათ ეშინიათ პერსონალური სანქიცების. დემოკრატიის შავ დღეს არავინ აპატიებს კონკრეტულ პირებს. ამიტომ კიდევ ერთხელ, ვიდრე პერსონალური შავი დღე დაუდგა ვინმეს, იქამდე მიიღონ გადაწყვეტილება და გაიწვიონ ეს კანონი“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე