გიორგი მარგველაშვილი არის გლობალური ომის პარტიის წევრი - ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:36 | 16.02.2023
ნანახია: 521

გიორგი მარგველაშვილი არის გლობალური ომის პარტიის წევრი, ვისთვისაც არ არსებობს მცნება ერისა და სახელმწიფოსი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

"მისთვის არსებობს მხოლოდ გლობალური პარტიის ინტერესები, რომელსაც ექვემდებარება სააკაშვილი, მარგველაშვილი და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ მძიმე პერიოდში საქართველოს ინტერესებს საერთოდ არ ითვალისწინებს და მხოლოდ გლობალური ომის პარტიის ინტერესებით მოქმედებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა: „სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და იომონ უკრაინაში“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე